რჩევები

როგორ მალავენ ვიზაჟისტები გამონაყარს: 5 მნიშვნელოვანი ხრიკი

როგორ მალავენ ვიზაჟისტები გამონაყარს: 5 მნიშვნელოვანი  ხრიკი
ეს სიტუაცია თითქმის ყველა გოგონასთვის ნაცნობია: დილით მნიშვნელოვან შეხვედრაზე წასვლამდე ცხვირზე, შუბლზე, ტუჩზე ან ლოყაზე უცებ გამონაყარი ჩნდება, რაც განწყობის გაფუჭების გარანტიაა.
როგორ შევნიღბოთ გამონაყარი სახეზე?

1. დაატენიანე პრობლემური ადგილი

  • უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ ანთებითი პროცესი ტრავმირებულ კანზე ჩნდება, რაც ტენიანობის დაკარგვით არის გამოწვეული და იწყებს აქერცვლას. ტონალური კრემის წასმით პრობლემურ ადგილს კიდევ უფრო მეტად აზიანებ. ასე რომ, აიღე ჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემი და წაისვი გამონაყარზე.

Prepare Make Up Sticker by Carolynn for iOS & Android | GIPHY

2. არ დაგავიწყდეს კორექტორი

  • როგორ შევნიღბოთ გამონაყარი კოსმეტიკის მეშვეობით? თუკი წითელი გამონაყარი გაქვს, მაშინ
    მწვანე ფერის კორექტორი დაგჭირდება: პიგმენტი განაპირობებს სიწითლის დამალვას; ხოლო თუკი პრობლემური კანი ლაქას გაგონებს, მაშინ ვარდისფერი ან ფორთოხლისფერი კორექტორი უნდა გამოიყენო.

Glow Make Up Sticker by Carllotices for iOS & Android | GIPHY

3. გამოიყენე კონსილერი და ფუნჯი

  • როგორც წესი, კონსილერის გამოყენება უმჯობესია თითის ბალიშების მეშვეობით, თუმცა ეს კანის ნორმალური მდგომარეობის დროს, ხოლო ანთებითი პროცესის დროს თითით უფრო მეტად გააღიზიანებ. შესაბამისად, სიწითლეც გაიზრდება. უმჯობესია გამოიყენო ფუნჯი და კონსილერი. საგულდაგულოდ გადაანაწილე მისი მეშვეობით.

How to Pop a Pimple in 3 Satisfying Steps | Bloom

4. გაათანაბრე ფერი

  • კორექტორისა და კონსილერის გამოყენების შემდეგ უნდა გაათანაბრო კანის ფერი. როგორ შევნიღბოთ სახლის პირობებში გამონაყარი? გამოიყენე ჩვეულებრივი ტონალური კრემი, კუშონი ან პუდრი. მთავარია, დაიტანო გამონაყარზე სპონჟის ან ფუნჯის მეშვეობით.

Face Mapping 101: What Your Pimples Say About Your Health | Bloom

5. გადაიტანე ყურადღება

  • მაკიაჟის კორექტირება აუცილებელია ისე, რომ ყურადღება ტუჩებმა და თვალებმა მიიქციოს. მაშინ სახეზე გამონაყარს უკვე ყურადღებას არავინ მიაქცევს (სწორად შენიღბვის შემთხვევაში).
Straight Face * - Smiling Face Woman Face Animation, HD Png ...
წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93