ჯინ ჰეინერმა თავის პროფესიად ფიზიოგნომიკა აირჩია და ნახევარი ცხოვრება დაუთმო ძველი ჩინური მანუსკრიპტების შესწავლას, რომლის მეშვეობითაც სახის ნაკვთებით სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირება მიმდინარეობდა. ასევე დგინდებოდა ხასიათის ძირითადი ნიშნები და სულიერი მდგომარეობაც. ჯინმა გამოსცა სამეცნიერო დასკვნა, სადაც ცალკე თავი სწორედ წარბებს დაუთმო.
ნახევარმთვარე
- "ტეხილების გარეშე, მომრგვალებული წარბის ფორმა რბილი და კეთილი ხასიათის ადამიანზე მეტყველებს, - ამტკიცებს ჰეინერი, - თუმცა სწორედ ასეთი ადამიანები არიან სხვის აზრზე დამოკიდებულნი, აქცევენ ყურადღებას იმას, თუ ვინ რას იტყვის მათზე. საკმაოდ მგრძნობიარეები არიან კრიტიკის მიმართ და ზედმეტად მწვავედ რეაგირებენ ნებისმიერ მითითებაზე."
თითქმის სწორი
- "სწორი წარბების მქონეებისთვის რაციონალური აზროვნებაა დამახასიათებელი. მათ ლოგიკაზე დაყრდნობა უყვართ, სენტიმენტალურები არ არიან და პანიკაში ჩავარდნაც არ იციან. სწორედ მათზეა ნათქვამი "ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი". გვერდიდან ასეთი პიროვნებები ცინიკურები ჩანან, თუმცა სინამდვილეში ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ პირად სივრცეს და არ ავლენენ გრძნობებს."
ტეხილი
- "ადამიანები საკმაოდ შესამჩნევი "მწვერვალით" ენერგიულები არიან, ერთ ადგილზე მათი გაჩერება თითქმის შეუძლებელია, მუდამ სიახლის კეთება უყვართ. მათი ცხოვრება მრავალფეროვანია, ბევრი მეგობარი ჰყავთ და ჰობიც საკმაოდ ბევრი აქვთ, თუმცა ზედაპირულები არიან. უბრალოდ, დრო არ აქვთ, რაიმეს ჩაუღრმავდნენ. მათთან ერთად არასდროს მოიწყენთ."
მაღლა აზიდული წარბები
- "ასეთ წარბებს ჩინეთში "სამეფო" წარბებს უწოდებენ და ნამდვილი პერფექციონისტების დამახასიათებელია. ასეთი ადამიანები სრულყოფილებისკენ მიიწევენ და მტკივნეულად განიცდიან სამყაროს არასრულყოფას. გამოირჩევიან ლიდერის თვისებებით, თუმცა, ამავდროულად, თვითკრიტიკულებიც არიან."
გრძელი წარბები
- "ეს ექსტროვერტი ადამიანის დამახასიათებელი ნიშანია: მათ ცხოვრებისეული ენერგია იმდენად მძაფრად აქვთ, რომ სურთ გარშემომყოფებს გაუზიარონ. ხშირად ასეთი წარბების მქონე ადამიანები მოხალისეებად მუშაობენ. საკმაოდ მგრძნობიარე ბუნებით გამოირჩევიან."
მოკლე წარბები
- "სწორედ საპირისპირო ითქმის მოკლე წარბების მქონე ადამიანებზე. მათ ვიწრო სამეგობრო წრე უყვართ, მხოლოდ შემოწმებულ და ყველაზე ახლობელ ადამიანებს უშვებენ ახლოს. უყვართ განმარტოება, ბუნებასთან სიახლოვე. საკმაოდ მგრძნობიარე ბუნების ადამიანები არიან."
ფართო წარბები
- "ფართო წარბების მქონეები საკუთარ თავში თავდაჯერებული და ძლიერი პიროვნებები არიან, ყოველთვის ყველაფერს თავად წყვეტენ და მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობიან. იციან, რა სურთ და მოქმედებენ ამის მისაღწევად."
თხელი წარბები
- "ასეთი გოგონები თავდაჭერილები, მშვიდები და არააგრესიულები არიან. ერიდებიან ხმაურიან შეკრებებს. მათ არ უყვართ ხანმოკლე რომანები. თუკი უყვარდებათ, ძლიერად და სამუდამოდ."
გამოთხელებული წარბები
- "რაც უფრო გამოთხელებულია წარბის დაბოლოება, უფრო მეტად სახიფათოა ასეთ პიროვნებასთან ურთიერთობა, ნაკვერჩხლიდან ცეცხლის წარმოქმნა მარტივად ეხერხებათ. საკმაოდ სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს და სითამამით გამოირჩევიან."
წყარო: cosmo