ჩვენ წარმოგიდგენთ ნიღბებს, რომლებიც დაგეხმარებათ იმ პრობლემების გადაჭრაში, რაც კანთან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ. გაითვალისწინეთ თქვენი სახის კანის მდგომარეობა, ასევე ისიც, ხართ თუ არა კონკრეტულ პროდუქტებზე ალერგიული. ეცადეთ, სწორად შეარჩიოთ ნიღბები, რომლებიც ამ ეტაპზე გჭირდებათ. მაშ ასე, მივყვეთ რჩევებს და მოვამზადოთ მარტივად.
1. ნიღაბი პრობლემური კანისთვის
მთავარი ინგრედიენტები ბანანი და თაფლია. აურიეთ თანაბრად. წაისვით მხოლოდ ერთ ნაწილზე ან მთელ სახეზე. ეს ნიღაბი იმით არის გამორჩეული, რომ C ვიტამინის შემცველობის მეშვეობით ანთებით პროცესებს ებრძვის, ცდილობს, გააქროს სიწითლე და კანს აღდგენაში დაეხმაროს.
2. ტონუსისთვის
ცილის ნიღაბი კანის უჯრედების გააქტიურებაში დაგეხმარებათ. კანის ცილით გამოკვება მნიშვნელოვანი რამ არის. იმისთვის, რომ ეს ნიღაბი მოამზადოთ, უბრალოდ მიქსერით ათქვიფეთ 1 ცილა და კანზე წაისვით. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. თუ მას რეგულარულად გამოიყენებთ, კანი უფრო ელასტიკური გახდება.
3. თუ განახლება და აღდგენა გსურს
როდესაც მთელი დღის განმავლობაში ოფისში იყავით, შემდეგ წახვედით სახლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იგრძენით, რომ მტვრიანი ხართ. თუ საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ კანი უბრალოდ გაიწმინდოთ და რაღაც მეტი გსურთ. გახეხეთ კიტრი და დაუმატეთ ერთი კოვზი არაჟანი. 10 წუთის შემდეგ კი იგრძნობთ, რომ თქვენი კანი სუნთქავს.
4. კანის დამხმარე ნიღაბი
თუ კანი გამომშრალია და პრობლემური, ცხიმიანი ხაჭო, სტაფილოს წვენი და რძე დაგეხმარებათ: აურიეთ თანაბარი პროპორციით და გაიჩერეთ კანზე 15 წუთის განმავლობაში.
5. ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება
იმისათვის, რომ კანი ელასტიკური გახდეს, მოამზადეთ არაჟნის და კურკუმის ნიღაბი: აურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა და ორი სუფრის კოვზი არაჟანი ერთმანეთში. წაისვით სახეზე ძილის წინ და გაიჩერეთ 10 წუთი.
6. ცხიმიანი კანის ბზინვის საწინააღმდეგო ნიღაბი
ცხიმიანი და კომბინირებული კანი ნაკლებად იპრიალებს, თუ დილით ლობიოს ნიღაბს მოიმზადებთ. ღამით დაალბეთ თეთრი ან მუქი ლობიო, ხოლო დილით უნდა მოამზადოთ, როგორც პიურე. დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 კოვზი ლიმონის წვენი. გულუხვად წაისვით T- ზონაში და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.