სალიცილის მჟავა ხშირად პრობლემური კანის მქონე ადამიანების კოსმეტიკაში გვხვდება. მწარმოებლებმა ის შეიყვარეს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამო.
სწრაფად "აშრობს" გამონაყარს და ჭრილობების შეხორცების პროცესს აჩქარებს. მჟავა კარგად აცლის კანს მკვდარ უჯრედებს, რომლებიც ფორებს აბინძურებს და პროვოცირებს ანთებით პროცესს.
როგორ გამოვიყენოთ სწორად მჟავა სასურველი ეფექტის მისაღებად?
- სუფთა სახით მისი გამოყენება შესაძლებელია პრობლემურ ადგილზე წერტილოვნად - მისი სახეზე გაფანტვა დაუშვებელია. გამოიყენეთ ყურის ჩხირი და კონკრეტულად გამონაყარზე წაისვით.
- მიუხედავად უპირატესობებისა, სალიცილის მჟავა ფრთხილად გამოიყენეთ, ვინაიდან გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა კანის დამწვრობის მიღება და გამოშრობა.
- მისი გამოყენება დაუშვებელია მეჭეჭებსა და ხალებზე, აგრეთვე, პიგმენტურ ლაქებზე.
კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას აუცილებლად წაიკითხეთ შემცველობა, ვინაიდან ბევრი საშუალების შემადგენლობაში არის ეს მჟავა, რაც იწვევს სიწითლეს და ანთებით პროცესს. უმჯობესია, ბევრი მოვლის საშუალების ერთმანეთში შერევისგან თავი შეიკავოთ.
წყარო: vogue