მედიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო და რა რაოდენობით რუჯი მიიჩნევა „სწორ ზომად“.
რეალურად, რუჯის უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს, თუმცა არსებობს რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, კანის დამწვრობას ავირიდებთ თავიდან.
თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ რუჯი კანისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის, რადგან ის არ იწყებს ფერის შეცვლას იქამდე, სანამ ულტრაიისფერი სხივები ჩვენს კანში ღრმად არ შემოაღწევენ და დნმ-ზე ზემოქმედებას არ მოახდენენ. სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რეზიდენტი, დერმატოლოგი როქსანა დანეშუ განმარტავს, რომ ამ პროცესს კანის კიბოს რისკის ზრდა შეუძლია.
„უსაფრთხო გარუჯვა ცნების სახით არ არსებობს, რაც კანის ფერის შეცვლა რისკებთან არის დაკავშირებული. კანის უჯრედები იქამდე ზიანდებიან მზის სხივებისგან, სანამ არ დაიხოცებიან“, - აღნიშნავს დერმატოლოგი.
თუ მაინც გადაწყვეტთ გარუჯვას, მისი თანმდევი რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად, რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ:
უმჯობესია, არ გამოვიყენოთ SPF 30-ზე ან SPF 50-ზე დაბალი მახასიათებლის მქონე მზისგან დამცავი საშუალება, რადგან ისინი მავნე ულტრაიისფერი სხივების უმეტესობას ფილტრავენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუჯის მიღებას ვერ შევძლებთ. ასე თავიდან ავიცილებთ დამწვრობას. რაც უფრო ღია ფერისაა კანი, უფრო მაღალი SPF-ის მქონე მზისგან დამცავი ესაჭიროება მას. ამასთან, სასურველია, მზისგან დამცავი საშუალება კანზე ყოველ 2 საათში ერთხელ დავიტანოთ.
იმ შემთხვევაშიც, თუ რუჯს საერთოდ არ ვიღებთ, დერმატოლოგების რეკომენდაციით, მზისგან დამცავი საშუალების მოხმარება ყოველდღიურად სასურველია.
პირველ რიგში, რუჯი კანის დაბერების საფრთხეს შეიცავს და განსაკუთრებით, როცა მსგავსი საშუალებების გამოყენებით ვაჩქარებთ ამ პროცესს, მაღალი ალბათობით, კანი დაიწვება, დაზიანდება და ამას შეიძლება მოჰყვეს სხვა თანმდევი პროცესები. შესაბამისად, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ ჩავიგდებთ.
სასურველია, ეს პროცესი უყურადღებოდ არ დავტოვოთ. უნდა მოვერიდოთ კანის მექანიკურად აძრობას. გამომშრალი და ფერშეცვლილი კანის უჯრედები უკვე დაზიანებულია და სასურველია მასზე არა რაიმე ტიპის ზეთის ან კარაქის, არამედ სამედიცინო საშუალების დატანა. შეგვიძლია გამოვიყენოთ დექსპანთენოლის შემცველობის მქონე საშუალება (მაგალითად, საერთაშორისოდ აღიარებული მალამო „რეკრეოლი“).
დექსპანთენოლი ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას. ის ქსოვილებში პანთოტენის მჟავად გარდაიქმნება, რომელიც კოფერმენტ A-ს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელიუმის ნორმალურად ფუნქციონირებაში, ფიბრობლასტების ზრდასა და კანის აღდგენის დაჩქარებაში. სხვადასხვა კარაქის დაზიანებულ კანზე მოხმარებას დერმატოლოგები რეკომენდაციას ნაკლებად უწევენ.