რჩევები

სახის 3 ნიღაბი ზაფხულის რუტინისთვის, რომლებსაც თავად დაამზადებთ (რეცეპტები)

 სახის 3  ნიღაბი ზაფხულის რუტინისთვის, რომლებსაც თავად დაამზადებთ (რეცეპტები)
ზაფხულში სახის კანის მოსავლელად ძვირად ღირებული კოსმეტიკა თუ სახის ნიღბები სულ არ არის საჭირო, შეიძლება სახლის პირობებშიც იდეალურად მოუარო კანს, ისე, რომ გამოშრობისა და დაზიანებისგან დაიცვა ის. ამისთვის მხოლოდ მარტივი რეცეპტების ცოდნაც საკმარისია.

ნახეთ  სახის 3 ნიღაბი, რომლებიც ზაფხულის რუტინას უნდა დაამატოთ


ავოკადოსა და თაფლის ნიღაბი


ინგრედიენტები:

  • ½ დაჭრილი ავოკადო
  • ½ სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი

ავოკადოსა და თაფლის ნიღაბი ზაფხულში სიმშრალის გასაქრობად საუკეთესოა. კარგად დაჭყლიტეთ ავოკადო და შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები. შემდეგ
დაიტანეთ მთელ სახეზე და დაელოდეთ 15 წუთი, სანამ ეს მასა არ გახმება. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ნაზად შეიმშრალეთ სახე. ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ გამოსაყენებლად სრულიად საკმარისია.

შვრიის ნიღაბი


სახის ნიღბებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სწორედ შვრიით დამზადებული ნიღბებია, მისი დამზადება კი უმარტივესია.

ინგრედიენტები:

  • 1/3 ჭიქა შვრია (მშრალ მდგომარეობაში)
  • ½ ჭიქა ცხელი წყალი
  • 1-2 სუფრის კოვზი იოგურტი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი

შვრიას დაასხით ცხელი წყალი. დაელოდეთ 2-3 წუთი. სანამ შვრია მზადდება, იოგურტი და თაფლი ბლენდერით აურიეთ და ბოლოს შეურიეთ ეს ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს. გაიჩერეთ სახეზე 15-20 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კისერსა და მკერდის მიმდებარედაც ისმევა და იდეალური საშუალებაა კანის დასამშვიდებლად. შვრიის ნიღბის დამზადება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ.

კიტრის ნიღაბი


კიტრი ზაფხულის ნიღბებისთვის საუკეთესო პროდუქტია. სწორედ ამიტომ მისი გამოყენებაც უნდა ვისწავლოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კიტრი
  • 1 სუფრის კოზი შაქარი

დაჭერით და დაჭყლიტეთ კიტრი, შემდეგ შეურიეთ მას შაქარი და კარგად გახსენით ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში. დაიტანეთ ნიღაბი სახესა და კისერზე და 10 წუთი გაიჩერეთ. ჩამობანამდე დაიმასაჟეთ სახე და შემდეგ ჩამოიბანეთ. კიტრის ნიღაბი გაგიჯანსაღებთ და დაგიტენიანებთ კანს. შეგიძლიათ ნიღაბი დაამზადოთ და მაცივარში შეინახოთ სამომავლოდ. მისი გამოყენება ნებადართულია კვირაში ერთხელ.

წყარო: moroccanladies.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93