რჩევები

როგორ ავირიდოთ გაპარსვის შემდგომ სიწითლე და გამონაყარი

როგორ ავირიდოთ გაპარსვის შემდგომ სიწითლე და გამონაყარი
როგორ მოვიშორო გაპარსვის შემდგომ გაჩენილი გამონაყარი? საპნით გავიპარსო თუ ლოსიონით? რა მოვუხერხო გაპარსვის შემდგომ სიწითლეს? - ეს ის შეკითხვებია, რომლებიც ყველა ქალს აინტერესებს და მასზე ზუსტი პასუხი არავინ იცის. ზაფხულია, ახლა ყველა ქალი აქტიურად უვლის თავს და სიწითლისა და გამონაყარის დრო ნამდვილად არ გვაქვს.

ნახეთ, როგორ ავირიდოთ გაპარსვის შემდგომ სიწითლე და გამონაყარი

ძლიერი დატენიანება

გაპარსვის შემდგომ პირველი პროცედურა სწორედ კანის დატენიანებაა. სამართებლით თმის მოშორებასთან ერთად ზედაპირულად ზიანდება კანი, რის გამოც ის გამოშრობას და დასკდომას იწყებს. აუცილებელია
ყოველი გაპარსვის შემდეგ ინტენსიური დამატენიანებლით დავიტენიანოთ კანი. ამით, გამოშრობის გარდა, სიწითლესაც აარიდებთ თავს.

სცადეთ ზეთის გამოყენება

არიან ადამიანები, რომლებსაც დატენიანებულ კანზე მაინც უჩნდებათ გამონაყარი, მათთვის კი გაპარსვის შემდგომ პროცედურა ცოტა სხვანაირი უნდა იყოს. სცადეთ ქოქოსის ზეთი, ლავანდის ან ჩაის ხის ზეთი. ეს კანს უფრო დარბილებს და გამონაყარსაც დროდადრო შეგიმცირებთ.

დაიდეთ ცივი საფენები

გამონაყარის თავიდან ასაცილებლად კიდევ ერთი კარგი საშუალება ცივი კომპრესებია. როგორც უკვე აღვნიშნე, გაპარსვისას კანი მცირედით ზიანდება, გამონაყარი კი მისი დამცველობითი ფუნქციაა. ასევე, გაპარსვის შემდეგ ღია რჩება კანის ფორები და გარეგანი მტვერის შეღწევის რისკიც საკმაოდ დიდია. დაიდეთ ცივი საფენები ახალ გაპარსულ კანზე და მისი ზედაპირი დაიმშვიდეთ. შემდეგ უკვე შეგიძლიათ დატენიანებაც სცადოთ.

არ შეგეშინდეთ ჩაბრუნებული თმის

გაპარსვას ხშირად თმის ჩაბრუნება მოსდევს თან. არ შეშინდეთ და გაჩენილი გამონაყარი კატასტროფად არ აღიქვათ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და საშუალოდ 10-დან 5-6 ქალს ემართება. არ ამოიგდოთ ჩაბრუნებული თმა, არ გააღიზიანოთ ზედმეტად კანი და აცადეთ ორგანიზმს, თვითონ გაუმკლავდეს ამ პრობლემას. თუ თმას ძალით ამოიცლით, ამით უარეს გამონაყარს გაიჩენთ ტანზე.

დაიცადეთ ცოტა ხანს

თუ გამონაყარი და სიწითლე უკვე გაქვთ, ჯობს დროებით მოიცადოთ, ეს სიწითლე გაიქროთ და ახალი საპარსი საშუალებით სცადოთ იმ ადგილიდან თმის მოშორება. შესაძლოა, თქვენ კანს უბრალოდ არ მოერგო წინა საპარსი. ამიტომ ნუ იჩქარებთ, დააკვირდით და მოუსმინეთ თქვენს სხეულს.

წყარო: healthline.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93