3 ნიღაბი სახის კანისთვის, სახლის პირობებში - Marao

3 ნიღაბი სახის კანისთვის, სახლის პირობებში

2020-06-29 09:27:15+04:00


სახის მოვლა სახლის პირობებში საკმაოდ მარტივია, არსებული ინგრედიენტების გამოყენებით, თუმცა იმისათვის, რომ ლამაზი კანი გვქონდეს, კვება უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია.

The Ultimate Gif Guide To Strobing | Grazia

თქვენი ყოველდღიური რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს:

  1. ბოსტნეულისა და ხილის რამდენიმე ულუფას დღეში, სასურველია, მრავალფეროვანს. სტაფილო და გოგრა მდიდარია კაროტინით, ისპანახი და კომბოსტო შეიცავს გლუტეინს, მოცვი, კივი და მოცხარი - C ვიტამინის დიდ რაოდენობას.
  2. საკვებს, რომელიც შეიცავს სელენს და E ვიტამინს. ერთიც და მეორეც მზესუმზირის თესლების შემადგენლობაშია. სელენი ასევე ბევრია თევზში, ხორცში, კეშიუსა და პომიდორში, ვიტამინი E კი - სიმინდის ზეთსა და კედრის კაკალში.
  3. სასარგებლო ცხიმებს, რომლებიც შეუნარჩუნებენ კანს ტენიანობის ბუნებრივ დონეს: ნიგოზს, ავოკადოს, ცხიმიან თევზს, სელის თესლს.
  4. თუთიით მდიდარ პროდუქტებს: თევზს და თხილეულს.
  5. წყლის საკმარისი რაოდენობას.

Fair and Lovely BB Cream Hacks That Will Prevent The Need For ...

სილამაზის საუზმე

  • ეს მსუბუქი საუზმე დაგმუხტავთ სიმსუბუქითა და ენერგიით, ორგანიზმს კი გაამდიდრებს პრობიოტიკებით, ცილებითა და ანტიოქსიდანტებით. თუ რეგულარულად იკვებებით ამდაგვარად, შედეგად მიიღებთ განახლებულ და მბრწყინავ კანს. ამისათვის დაგჭირდებათ:
  • 3 კაკალი
  • ½ ჭიქა კენკრა (შეიძლება გაყინულიც)
  • 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
შეურიეთ ერთმანეთში დაჭრილი ან დაბლენდერებული ნიგოზი, თაფლი, იოგურტი და დაამატეთ კენკრა. სურვილისამებრ შეიძლება დაამატოთ ნაზავში ცოტაოდენი სელის თესლი და უფრო მეტად გაამდიდროთ კერძი ვიტამინებით.

SKIN-TERTAINMENT! Fun Korean Skincare Products! GIF | Gfycat

სახის გაწმენდა ყველა ტიპის კანისთვის

  • აბუსალათინის ზეთი შეურიეთ ნებისმიერ თქვენთვის საყვარელ ზეთს: ჟოჟობას, ყურძნის წიპწების, ზეითუნის ან ავოკადოს ზეთს. მშრალი კანისთვის 1 წილ აბუსალათინის ზეთზე უნდა აიღოთ 9 წილი საბაზო, ნორმალურისთვის - შეფარდებით 2:8, ცხიმიანისთვის კი - 3:7. პირსახოცს დაასხით ცხელი წყალი (არა მდუღარე). 2-3 წუთის განმავლობაში მასაჟის მოძრაობებით დაიტანეთ ზეთის ნაზავი სუფთა კანზე, დაიტოვეთ კიდევ ერთი წუთით და მოიშორეთ ცხელი პირსახოცით (არ უნდა დაგწვათ) ფრთხილი მოძრაობებით.

WANT TO HAVE A GLOWING SKIN? FOLLOW CTM/CETM ROUTINE

სახის ნიღაბი ინდოელი ქალების რეცეპტით

  • ამ ნიღბის დახმარებით ინდოელი ქალების კანი ბრწყინვალედ გამოიყურება მთელი დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ მოამზადოთ ეს ნიღაბი, შეურიეთ ერთმანეთში 1 ჩ.კ. კურკუმა, 3 ს.კ. იოგურტი და რამდენიმე წვეთი თაფლი და გაანაწილეთ ოქროსფერი ნარევი სახეზე. ეს ნიღაბი შეიძლება დაიტანოთ ასევე თვალების ქვეშ, ოღონდ მოერიდეთ პირდაპირ კონტაქტს. ნიღაბი მოიშორეთ ნოტიო ხელსახოცით 15-20 წუთის შემდეგ.

Skin Beauty x Annabelle Mag – Babeth Lafon

ბანანის ნიღაბი კანის სიგლუვისთვის

  • იმისათვის, რომ მოვახდინოთ კანის ტონიზირება და დაჭიმვა, დაგვეხმარება ბანანის ნიღაბი. 1 ბანანის ქერქი კარგად გარეცხეთ, დაამატეთ ბანანის რბილობის რამდენიმე ნაჭერი და დააბლენდერეთ მცირე რაოდენობის ხაჭოსთან და 1 ჩ.კ. ბრინჯის ფქვილთან ერთად. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე, 10-15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

Korean Skincare Sticker by miincosmetics for iOS & Android | GIPHY