მსოფლიო მასშტაბით, სახის მოვლის რუტინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეთოდი სწორედ კორეული 10-საფეხურიანი მოვლაა. კორეელი ქალბატონები დღეში 2-ჯერ სახის მოვლას დიდ დროს უთმობენ და სწორედ ამიტომ, მათი სახის კანი ყოველთვის კარგად გამოიყურება.
ნახეთ 10-საფეხურიანი სახის მოვლის კორეული რუტინა.
ათი საფეხური მოიცავს:
- ზეთით გაწმენდა
- ქაფით გაწმენდა
- სკრაბით გაწმენდა
- ტონიკით გაწმენდა
- ესენსიით გაწმენდა
- შრატი ან ბუსტერი
- ნიღაბი
- თვალის კრემი
- სახის კრემი
- მზისგან დამცავი
ზეთით გაწმენდა
- პირველ რიგში, საჭიროა სახიდან ყველანარი მაკიჟი მოიშოროთ და სუფთა კანით დაიწყოთ საფეხურების შესრულება. მაკიაჟის მოსაშორებლად ზეთოვანი სტრუქტურის მოსაშორებელი ან ქოქოსის კარაქი სცადეთ, ის კარგად აშორებს რთულ და მძიმე მაკიაჟს.
ცნობისთვის, სოფი ლორენი ყოველთვის იყენებდა ზეთს მაკიაჟის მოსაშორებლად, რადგან თვლიდა, რომ ის ყველაზე კარგად წმენდდა სახეს.
ქაფით გაწმენდა
მეორე ეტაპი ქაფით გაწმენდაა, რისთვისაც დასაბანი ქაფოვანი გელია საჭირო. დარჩენილი მაკიაჟი ამ ქაფით მოიშორეთ, თბილი წყლით დაიბანეთ და მესამე საფეხურისთვის გაამზადეთ კანი.
სკრაბით გაწმენდა
კორეულ რუტინაში, კანის ზედაპირული გასუფთავების გარდა, სახიდან მკვდარი უჯრედების მოშორებაც შედის, მესამე საფეხური კი სკრაბით სახის გასუფთავებაა. წაისვით თქვენთვის საყვარელი სკრაბი და ნაზი მოძრაობით დაიმასაჟეთ სახე, ჩამაოიბანეთ და ტონიკისთვის მოემზადეთ.
ტონიკით გაწმენდა
მაკიაჟის მოშორების შემდეგ თითქოს ამდენი საფეხური საჭირო არ არის, თუმცა ტონიკი მაინც უმთავრესია სახის მოვლისთვის. დაასველეთ ბამბის დისკი ტონიკით და ნახავთ, რომ სახეზე დარჩენილი მაკიაჟი ბოლომდე ჩამოყვება ტონიკს.
ესენსიით გაწმენდა
ესენსიც ბამბის დისკზე დაასხით და ნაზად გადაინაწილეთ სახეზე, ამით კი გაწმენდის ხანგრძლივ პროცედურას ვამთავრებთ და ახლა კანის დატენიანების დროა.
შრატი ან ბუსტერი
სახის დატენიანება შრატით ან ბუსტერით დაიწყეთ. სკრაბისა და ესენსიით გაწმენდის შემდეგ კანს ძლიერი დატენიანება სჭირდება.
ნიღაბი
აარჩიეთ თქვენთვის სასურველი ქაღალდის ნიღაბი და აცადეთ კანს, მაქსიმალურად შეიწოვოს საჭირო ნივთიერებები. გაიჩერეთ ნიღაბი 10 წუთი და ნიღბიდან დარჩენილი სითხე კისერზეც გადაინაწილეთ.
თვალის კრემი
სანამ უშუალოდ მთლიან სახეს დაიტენიანებთ, თვალის კრემით შეავსეთ უპეები და თხელი კანი ნაზად დაიმასაჟეთ.
სახის კრემი
ბოლოსწინა საფეხურზეც მოვედით. დაიტენიანეთ მთლიანი სახე, კარგად გადაინაწილეთ კრემი და ბოლო საფეხურზეც გადავიდეთ.
მზისგან დამცავი
ალბათ, გახსოვთ, რომ სახლიდან მზის დამცავის გარეშე არ გამოვდივართ. ამიტომ ბოლო საფეხურიც ეს იქნება. SPF 30-ის შემცველობით წაისვით კრემი და თქვენი 10-საფეხურიანი რუტინა ამით დასრულებულია.
წყარო: sg.iherb.com