მამაკაცები რა თქმა უნდა საქმის კურსში არიან რომ ფეხებს ვიპარსავთ, ვიყენებთ საფენებს და ამაში გასაიდუმლოებული არაფერია, მაგრამ არის პროცედურები, რომლის შესახებაც უმჯობესია არ იცოდნენ, არასდროს!
ლაზერული ეპილაცია
- ლაზერული ეპილაცია შოკისმომგვრელი ნამდვილად არ არის მამაკაცისთვის, თუმცა ერთი მომენტის მიხვედრა უდავოდ არ ღირს. ლაზერული ეპილაციის პროცედურის შემდეგ დამწვარი თმის სუნი და გამომცხვარი ქათმის სუნი არასასიამოვნოა კაცისთვის, ასე რომ ეპილაციის გაკეთებიდან ერთი საათი მოერიდეთ მასთან კომუნიკაციას, უმჯობესია არ იცოდეს ამის შესახებ!
პედიკიურის წინდები
- წინდები პედიკიურისთვის სასწაული რამ არის, ამოიცმევ ღამით და დილით მკვდარი კანი თავისით გაგცვივდება, მთავარია შენმა პარტნიორმა არ ნახოს ეს, მორალური ტრავმა მარტივად გარანტირებულია, შეიძლება ბევრი რამ აქვს ნანახი, მაგრამ ის თუ როგორ იფრცქვნება მისი საყვარელი ქალის ფეხები არასასიამოვნო სანახავია.
სისხლიანი ნიღაბი
- მადლობა ამისათვის კიმ კარდაშიანს, როგორც სხვა დანარჩენი გადარეული ბიუთი-ლაიფჰაკებისთვის, რამდენიმე წლის წინ სახის გასაახალგაზრდავებელი პროცედურა Vampire Facial მეგა პოპულარული გახდა, საქმე იმაშია, რომ პაციენტს სისხლს უღებენ, პლაზმას აცალკევენებ, ამდიდრებენ რამდენიმე სასარგებლო ელემენტით და სახეზე უსვამენ. სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის ამის დანახვა არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით ბიჭებისთვის!
მკერდის წებო
- ის რომ გოგონების ლიფების მეშვეობით მკერდის ზომას იზრდიან, იცვამენ ფუშ-აფიან ბიუსტჰალტერს, სილიკონის ბალიშებს იმაგრებენ ეს ბიჭებისთვის უცხო არ არის, მაგრამ წებო? ნიუ-იორკელმა კოსმეტოლოგმა გამოიგონა სპეციალური წებო მკერდისთვის, რომელმაც გრავიტაციაზე გაიმარჯვა, მას შეუძლია დააფიქსიროს მკერდი "მომგებიან კონდიციაში", იმისათვის რომ დეკოლტეს იდეალურად ავსებდენ და არ ჩამოსრიალდეს იღლიების მხარეს. ასეთი შოკისთვის თქვენი მეგობარი მამაკაცი მზად არ არის და არც უთხრათ!
ლოკოკინის მუცერა
- თუკი ახალგაზრდობისა და სილამაზისთვის ლოკოკინის მუცერას იყენებ, უმჯობესია არ იცოდეს შენმა პარტნიორმა თუ რისგან შედგება შენი კორეული სასწაულმოქმედი საცხი, ეს სალონურ პროცედურებზეც ვრცხელდება - ლოკოკინის ნიღაბი, რომელიც ნატურალური მუცერისგან მზადდება კანს აახალგაზრდავებს. ფრთხილად მამაკაცს ასეთი რამ ძალიან აფრთხობს!
წყარო: Cosmopolitan