როგორ დავიხატოთ თვალზე ისრები Burberry-ს კრეატიული დირექტორის რჩევით - Marao

როგორ დავიხატოთ თვალზე ისრები Burberry-ს კრეატიული დირექტორის რჩევით

2020-09-09 09:56:47+04:00


მაისის ბოლოს Burberry Beauty-მ ახალი კრეატიული დირექტორი აირჩია - ისამაია ფრენჩი, რომელიც მომენტალურად გადაეწყო ბრენდის სამუშაო რეჟიმზე. ბრიტანული სახლის კოსმეტიკური ხაზი კი თითქოს ხელახლა დაიბადა. ეს საგრძნობლად შეიმჩნევა ოფიციალურ "ინსტაგრამგვერდზე". როგორც ჩანს, კრეატიულ დირექტორს თავისი გათვლები აქვს, რომლებსაც სამომავლოდ გადაღებებისთვისაც გამოიყენებს.

Мастер-класс: как повторить яркие бьюти-образы, созданные топ ...

ისამაიამ არომატების სარეკლამო რგოლებს მოჰკიდა ხელი, თუმცა, როგორც ჩანს, ყველა გოგონასთვის აუცილებელი ხრიკების, წითელი ტუჩსაცხისა და შავი ისრების არსებობაც არ დაივიწყა.

Как нарисовать стрелки: руководство Burberry | Vogue Russia

ფრენჩმა თავის "ინსტაგრამგვერდზე" გამომწერებს პირდაპირ ეთერში მინი-ტუტორიალი აჩვენა, თუ როგორ დაიხატონ სამგანზომილებიანი სწორი ისრები. საღამოს წვეულებებისთვის წლევანდელ სეზონზე სწორედ სამგანზომილებიანი ისრებია ტრენდული. უჩვეულო მაკიაჟი თვალის ქუთუთოსა და უშუალოდ თვალის ჭრილის ფორმაზე Burberry-ს ლაინერის Cat Eyeliner-ის და Cat Lashes-ს ტუშის მეშვეობით არის შესრულებული.

გამეორებად ნამდვილად ღირს. შედეგი გაგვიზიარეთ.

წყარო: vogue