
როგორ მუშაობს კოსმეტიკაში С ვიტამინი
- "ვიტამინი С - ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ნებისმიერ ცხოველში სირთულეების გარეშე ახდენს სინთეზს, თუმცა ადამიანის შემთხვევაში ასე არ არის. ამიტომ აუცილებელია ჩვენ ეს ვიტამინი მივიღოთ საჭმლის, დანამატებისა და თავის მოვლის საშუალებების სახით.
- კოლაგენის სინთეზში მონაწილეობს
- მელანინის სინთეზს ამცირებს და კანს გათანაბრებულ და ჯანსაღ იერს ანიჭებს
- მზის სხივების მავნე მოქმედებას ამცირებს
- კანის დამცავ ფუნქციას აძლიერებს და ანთების ინტენსივობას ამცირებს
- ვიტამინი С შეუცვლელი ანტიასაკობრივი საშუალებაა, კოსმეტიკაში ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის გამოიყენება აქტიურად, აღიავებს სახის კანის ტონს, ამცირებს პიგმენტურ ლაქებს; ამასთანავე, კანს ულტრაიისფერი სხივების მოხვედრისგან იცავს.
როგორი ტიპის კანს უხდება С ვიტამინი
- ეს ვიტამინი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, თუმცა აუცილებელია შეარჩიოთ ის ფორმა, რომელიც თქვენი კანის მოთხოვნებს ყველაზე უკეთ უპასუხებს: ყოველდღიური მოვლა - ფორმების სტაბილიზირება, ინტენსიური კურსი - სუფთა ვიტამინის ფორმა. "სუფთა" ფორმების გამოყენებას სიფრთხილე სჭირდება, თუკი მგრძნობიარე კანი გაქვთ: იმისათვის, რომ მისი ფორმულა სტაბილური იყოს, მჟავას უმატებენ, რამაც შესაძლოა კანის გაღიზიანებადობა გამოიწვიოს.
რისგან მზადდება С ვიტამინი
- ხშირად ქიმიური მეთოდით იღებენ გლუკოზიდან ამ ვიტამინს, თუმცა არის შემთხვევები, როცა მცენარის ექსტრაქციის მეთოდითაც ამზადებენ, მაგალითად, ასკილის ნაყოფისგან, ბერძნული თხილის ფოთლებისგან, მუხის ქერქისგან, ხილისა და კენკროვანებისგან, ასევე - ციტრუსებისგან.
როდის არის უკეთესი ვიტამინის გამოყენება
- მთავარია გაითვალისწინოთ, რომ ამ ვიტამინის მიღება და მზის სხივებზე ყოფნა კანს მგრძნობიარობას მატებს. ამიტომ აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, თუმცა ის საშუალებები, რომლებიც ასკორბინის მჟავას მაღალი კონცენტრაციით - 10-15% შეიცავს, მაშინ უმჯობესია მხოლოდ ღამით გამოიყენოთ ვიტამინი.

წყარო: vogue