ზაფხული საუკეთესო დროა თქვენი თმის სტილის ექსპერიმენტისთვის. თუ დიდი ხანია ოცნებობდით თქვენი ვარცხნილობის შეცვლაზე, ახლა შექმენით ახალი სტილი.
ჩვენ შევარჩიეთ ზაფხულის სეზონის 5 ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა!
პაჟი
Charlize Theron-ის დამსახურებით, ეს ვარცხნილობა კვლავ გახდა პოპულარული. შუა საუკუნეებში მსგავსი ვარცხნილობა რაინდებს ჰქონდათ, მაგრამ მეოცე საუკუნის შუა ხანებში სტილისტმა ვიდალ სასუსონმა ამ ვარცხნილობას დაუმატა მომრგვალო ჭრილი და მოცულობა თავის ზედა ნაწილში, მაგრამ დატოვა მოკლე "მამაკაცური" სიგრძე.
გრადუირება
არ არის აუცილებელი თმის სიგრძის დამოკლება, რომ მოხვდეთ 2020 წლის ზაფხულის ტენდენციებში. საკმარისია დაამატოთ აჩეხილი ფენები. ჰოლივუდის სტილისტების აზრით, რამდენიმე ფენა მთელ სიგრძეზე უკვე გამოიყურება სრულიად განსხვავებულად! ბელა ჰადიდმა და ემილი რატაკოვსკიმ უკვე მიბაძეს მოდის ტენდენციას.
ულტრამოკლე თმის შეჭრა
ალბათ, ყველა ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა ულტრამოკლე ვარცხნილობაზე. წელს ასეთი ვარცხნილობა მოდის პიკზეა.
ტომბოი
მოდური ვარცხნილობა გამოჩნდა 1920-იან წლებში, როდესაც კოკო შანელმა გოგონებს შარვლის ტარების „უფლება მისცა“. უბრალო ქალებმაც სწრაფად აიტაცეს ეს ტენდენცია. ვარცხნილობამ ჩვენამდე თითქმის უცვლელი სახით მოაღწია.
მხრების ქვემოთ
ამ ვარცხნილობას უხდება რომანტიკული ტალღებიც და სწორი და გლუვი თმაც.
წყარო: goodhouse