ცნობილია, რომ ზამთარი კანისთვის რთული პერიოდია. ამიტომ განსაკუთრებულად ვუვლით მას. აღმოჩნდა, რომ კანს ზაფხულშიც არანაკლები დატვირთვა აქვს: მზის მომატებული აქტიურობა, სიცხე, ქარი, ზღვა, ქალაქის მტვერი, რომელიც ილექება კანზე. გარე ფაქტორები აშრობს კანს, ხოლო ულტრაიისფერი გამოსხივება ააქტიურებს თავისუფალი რადიკალების გამომუშავებას, რომლებიც აბერებს მას. ზედმეტი მზისგან დასაცავად კანი სქელდება, უხეშდება და ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაც აქტიურდება. თუ ამ დროს შევებრძოლებით ცხიმის გამოყოფას, კანი გამოშრება. უპირველესად, საჭიროა კანის გასუფთავება: დღეში 2-ჯერ ქაფით, კრემით, გელით ან მუსით დაბანა.
სიცხე ააქტიურებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას და ბუნებრივია, ის ამ ცხიმისგან უნდა გავათავისუფლოთ. კვირაში ერთხელ გამოიყენეთ სკრაბი. მგრძნობიარე კანისთვის საკმარისი იქნება გელი აბრაზიული ნაწილაკებით.
პილინგი კვირაში 1-2-ჯერ თანაბარი რუჯის, იდეალური და ნაზი კანის საწინდარია. ზაფხულისთვის უმჯობესია მარილისა და ზეთოვანი სკრაბები აირჩიოთ. მარილი კარგად იწოვს ზედმეტ სითხეს, ზეთი კი კანს მსუბუქ ბრწყინვალებას ანიჭებს.
ზაფხულში მნიშვნელოვანი ამოცანა კანის დატენიანებაა. 5 მარტივი წესი, რომლებიც კანს ტენს უნარჩუნებს:
- ყოველდღიურად დალიეთ 1,5-2 ლიტრი წყალი;
- არ იხმაროთ სპირტის შემცველი ტონიკები;
- დაიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით;
- ბოლომდე არ შეიმშრალოთ სახე, მსუბუქად შეიშრეთ;
- დამატენიანებელი კრემი წაისვით ოდნავ ნოტიო კანზე.
გაგრძელება