რჩევები

ფრანგული გლამური: სილამაზის 5 წესი, რომლებსაც ნამდვილი ფრანგები ითვალისწინებენ

ფრანგული გლამური:  სილამაზის 5 წესი, რომლებსაც ნამდვილი ფრანგები ითვალისწინებენ
აუცილებლად გამოძინებული, თმის ბუნებრივად დატოვება ყოველგვარი ვარცხნილობის გარეშე და მინიმალური მაკიაჟი - ეს ის ძირითადი წესებია, რომლებსაც ყველა ფრანგი გოგონა ითვალისწინებს ყოველდღიურად. 
My Favourite Parisian Pics! on We Heart It
ფრანგებს პოპულარული ტერმინი აქვთ «jolie laide», რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "ლამაზი უშნო". ეს ტერმინი სრულად გადმოსცემს მათ ფილოსოფიას: ფრანგები თავიანთ სხეულს იღებენ ისეთებად, როგორებიც გაჩნდნენ და რაც მთავარია, უყვართ. ყველა ფრანგი გოგონა უარს ამბობს ტონალურ საცხებზე,  გამონაყარის დასაფარად და ყველა მეთოდს მიმართავს მათ სწრაფად მოსარჩენად. ასე არიან ყველაფერში: სილამაზე შინაგანად და არა საჯაროდ.
Paris France — Journal — Haute Shot Cool

მზისგან დაცვა

  • მზის სათვალეები უბრალოდ მოდური აქსესუარი არ არის, ის ხელს უწყობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას. ფრანგები დიდი ყურადღებით ეპყრობიან კანს და მის დაცვას ულტრაიისფერი სხივებისგან. ერთი წყვილი ჩანთაში, ერთი ოფისში და ერთი მანქანაში - ეს ყველაზე სწორი მეთოდია. ასეთივე სიყვარულს გამოხატავენ SPF საცხების მიმართ. მას არა მარტო სახეზე ისვამენ, არამედ სხეულის ყველა იმ ნაწილზე, რომლებიც არ არის დაფარული. ზამთარში SPF 5−10, ხოლო ზაფხულში 30-50.

Summer Sunglasses GIF by Topshelf Records - Find & Share on GIPHY

ბონჟურ, მადამ!

  • "გამოვიძინო თუ მაკიაჟი გავიკეთო"? - ეს დილემა მათ ნამდვილად არ აქვთ. ჩვენგან განსხვავებით, პარიზელი არ ჩქარობს გაღვიძებას, შემდგომ კი საღამურით ყავისა და კრუასანის მირთმევას. შესაძლოა ვერ მოასწროს თვალის ლაინერის წასმა, მაგრამ სამაგიეროდ, გამოძინებული იქნება, რაც მთელი დღე კარგ განწყობას შეუქმნის.

მუხლები

  • შესაძლოა კოკო შანელის გამოთქმამ, რომ ადამიანის ყველაზე უშნო ნაწილი მუხლებია, გენეტიკური შიში მაინც დაუტოვა ფრანგებს. ისინი ახალგაზრდობიდანვე ძვირად ღირებულ საცხებს იყენებენ მუხლების დასატენიანებლად, ვინაიდან მათ სჯერათ, რომ ასაკს სწორედ პირველ რიგში მუხლები გასცემს.

The Difference Between French and American Haircare Routines | Who ...

მსუბუქი მოუწესრიგებლობა

  • ფრანგი არ დააზიანებს ზედმეტად თავის თმას საშრობის ან თმის უთოს მეშვეობით. ისინი ბუნებრიობის მომხრენი არიან. მსუბუქად მოუწესრიგებლად შეკრული თმა ან გაშლილი ყველაზე ლამაზი და ელეგანტურია. ერთმანეთში არეული ხვეულები ხომ მთელი ესთეტიკაა.
November 2015 | Hollyday Golightly

მეტი ბუნებრიობა

  • წითელი ტუჩსაცხი, ყველამ კარგად ვისწავლეთ, რომ იდეალურ ტონთან უნდა გამოვიყენოთ, თუმცა ეს სილამაზის წესები ფრანგებს სულაც არ ადარდებთ. ისინი თამამად იყენებენ მკვეთრ ფერებს და ეს ხშირ შემთხვევაში ერთადერთი კოსმეტიკაა მთელ მაკიაჟში. თუმცა, როგორც წესი, ყველა ითვალისწინებს ტრენდს «au naturale» და უპირატესობას ნატურალური ფერის ჩრდილებს, რუჟსა და ტუჩსაცხს ანიჭებენ. ცდილობენ გამოიყურებოდნენ მაქსიმალურად ბუნებრივად და არ აღიარებენ total makeup-ს. ნამდვილი პარიზელი დიდ თანხას გადაიხდის კარგ კოსმეტოლოგთან ვიზიტში ან ხარისხიან დამატენიანებელ საცხში, ვიდრე ტონალურ საშუალებასა და რუჟში.

თქვენ რას ანიჭებთ დილაობით უპირატესობას: გამოძინებას თუ მაკიაჟის მოსწრებას?

წყარო: goodhouse
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93