ყოველთვის მისაღებია ის შეხედულება, რომ გარუჯული კანის სილამაზე უმჯობესია მდიდრული ბზინვარებით შეავსოთ. ეს ყველაფერი რეალურად მუშაობს, თუმცა რა მოხდება, თუკი მატე ტექსტურის და შავი ფერის ტუშს გამოიყენებთ გარუჯული კანის შემთხვევაში?
ვიზაჟისტების ტოპ-საშუალებები გარუჯული კანისთვის კი შემდეგნაირად გამოიყურება:
- Dior-ის კრეატიური დირექტორის, პიტერ ფილიპსის წყალობით ეს ფანქარი აქტიურად დამკვიდრდა კოსმეტიკურ საშუალებებში. განსაკუთრებული შემადგენლობა მისი რბილი ტექსტურაა, რომელიც კანს მკვეთრი მატე ხაზის შექმნაში უწყობს ხელს - პიგმენტირებული, მდგრადი ფანქარი 24 საათის განმავლობაში გაგიძლებთ.
- ახალი წყალგამძლე ტუში ცეკვებს, ცრემლებს და აუზში ბანაობას უძლებს. მას შეუძლია წამწამების დაფიქსირება პირველივე ფენის გამოყენების შემდეგ. საღამოს წვეულებებისთვის შეგიძლიათ clumpy ეფექტისთვის რამდენიმე ფენა დაიტანოთ, რაც მეტ მოცულობას მიანიჭებს წამწამებს.
- ჩვენთვის საყვარელ ბრენდს STUDIO | 10 - ბევრი სპეცეფექტი აქვს. ის ატენიანებს წამწამებს, მოცულობითს ხდის Capixy კომპლექსის შემცველობის წყალობით, ელასტიკურობა და ბზინვარება კი ჟოჟობასა და არგანის ზეთის საშუალებით მიიღწევა.
- Ombre Première Laque თვალს თხევადი მეტალით ალამაზებს. კომფორტული აპლიკატორის მეშვეობით შეგიძლიათ სასურველი მოცულობა მიანიჭოთ, ხოლო Chanel-ის კრეატიული დირექტორი ლუჩია პიკა ჰაილაითერის მსგავსად წერტილოვანი მეთოდით წასმას გვირჩევს.
- ჰაილაითერს აბრეშუმისა და ტალკის ტექსტურა გააჩნია. მიკროგრანულები კი განათების ეფექტის მქონე პიგმენტაციას შეიცავს, რაც სინათლის არეკვლას იწვევს. ოქროსფერი შეფერილობა განსაკუთრებით უხდება გარუჯულ კანს.
წყარო: vogue