რჩევები

დროა შეცვალოთ: 6 ჩვევა თმის მოვლაში, რომელსაც უნდა დაემშვიდობოთ 40 წლის ზემოთ

დროა შეცვალოთ: 6 ჩვევა თმის მოვლაში, რომელსაც უნდა დაემშვიდობოთ 40 წლის ზემოთ
თუკი არ გინდათ 5-10 წლით უფროსის შეხედულება გქონდეთ, დროა შეცვალოთ ვარცხნილობა.

You Probably Aren't Taking This Hair-Care Step... But You Should ...
ზედმეტად დახვეული თმა

  • რაც უფრო გემატებათ ასაკი, უფრო მსუბუქი უნდა გახდეს თქვენი ხვეულების მოცულობა. შეეცადეთ, არჩევანი ბუნებრივად დახვეულ, ოდნავ დატალღოვანებულ ვარცხნილობაზე შეაჩეროთ, ასე ბევრად ახალგაზრდული იმიჯი გექნებათ.

Redken 5th Avenue GIF - Find & Share on GIPHY
თმის ბოლომდე გაშრობა

  • თმა ასაკის მატებასთან ერთად უფრო მგრძნობიარე ხდება მზეზე და აგრესიული სხვადასხვა თავის მოვლის საშუალებისადმი. სწრაფად კარგავს ტენიანობას, ხდება გამომშრალი და უსიცოცხლო - სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, თმას დამატებით მოუაროთ და დაატენიანოთ გამუდმებით.

Do's and Dont's: Important Daily Hair Care Tips For Healthier Hair »
ზედმეტად მუქი საღებავის შერჩევა

  • „რადიკალური შავი“
    ყველაზე წარუმატებელი არჩევანია. პირველ რიგში, მუქი თმა სახეს უფრო მკაცრს და დაღლილს წარმოაჩენს, ამავდროულად, ასაკს მატებს; მეორე მხრივ, მუქი საღებავი თქვენი თმის ყველა დეფექტს სააშკარაოზე გამოიტანს. ასე რომ, უმჯობესია თავი შეიკავოთ თმის მუქი საღებავით შეღებვისგან.
Friends Girls GIF - Find & Share on GIPHY

ვარცხნილობისთვის „აგრესიული“ საშუალებების გამოყენება

  • რაც უფრო ხშირად იყენებთ თმის უთოს, საშრობს, ხვეულების რგოლებს, თმა უფრო უსიცოცხლო და დაზიანებული ხდება. შესაბამისად, ასაკსაც მოგიმატებთ. აუცილებლად გამოიყენეთ თმის დამცავი სპრეები, კონდიციონერები, ზეთები და ნიღბები, რომლებიც დაატენიანებს და დაიცავს თქვენს თმას.

For girls with thin hair: 5 super tricks that will help you get ...
ნუ უვლით მტვრევად ბოლოებს

  • თუკი თქვენი თმა მტვრევადია, აუცილებლად მოიცილეთ თავიდან. მიდით სალონში და შეიჭერით ბოლოები. მათი მოვლით უარესს აკეთებთ, ასაკით უფრო დიდი ჩანხართ და მოვლის საშუალებებსაც ტყუილად ხარჯავთ, მტვრევადი ბოლოები აღდგენას არ ექვემდებარება.

Nina Dobrev GIF | Gfycat

რთული ვარცხნილობები

  • მოერიდეთ რთული ვარცხნილობების გაკეთებას, ვინაიდან შედეგად მოუწესრიგებელ „ხის“ თმებს იღებთ, რაც ასაკს გმატებთ. უმჯობესია გამოიყენოთ სპრეი და მუსი, რომელიც შეინარჩუნებს თმის სირბილეს.
5 Hair Care Secrets for Dyed Hair | Oriflame Cosmetics
წყარო: goodhouse
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93