რჩევები

რა არის და როგორ უნდა გამოიყენოთ მშრალი შამპუნი

რა არის და როგორ უნდა გამოიყენოთ მშრალი შამპუნი
ამ ბოლო დროს მაღაზიის დახლებზე ახალი პროდუქტი, მშრალი შამპუნი გამოჩნდა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საჭირო პროდუქტია ქალბატონებისთვის, საქართველო კი ამ სიახლეს ახლა ეცნობა.

ნახეთ, რა არის და როგორ უნდა გამოიყენოთ მშრალი შამპუნი


მშრალი შამპუნი თმის მოვლის ახალი პროდუქტია, რომელიც სპრეის სახით სპეციალურ ბოთლშია მოთავსებული. შამპუნი მისი გამოყენების შემთხვევაში ამცირებს ცხიმიანობას, მატებს თმას მოცულობას და მშრალად, წყლის მიკარების გარეშე სუფთა თმის იერს სძენს ნებისმიერი ტიპის თმას.

შამპუნი მეტად შედეგიანია მშრალ თმაზე, ის ჩამობანას არ
საჭიროებს. შამპუნს თმის ძირებსა და იმ ადგილებში ისხურებთ, სადაც მეტი ცხიმიანობა და დაკარგული მოცულობა შეიმჩნევა. ერთი გამოყენება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დატვირთულ დღეს თქვენი თმა ბზინვარედ და ჯანსაღად გამოიყურებოდეს.

მშრალ შამპუნს ის ადამიანები ხმარობენ, რომლებიც ხშირად ეხებიან თავიანთ თმას. როგორც ვიცით, ხშირად შეხება თმას მოცულობასა და ბზინვარებას უკარგავს.



მშრალი შამპუნის გამოყენება სუფთა თმის ქონას არ ნიშნავს. ეს პროდუქტი ერთგვარი ხრიკია იმისთვის, რომ ცხიმიანი თმა ცოტა ხნით დამალო. მშრალი შამპუნის გამოყენების შემდეგ, დღის ბოლოს თმის დაბანა აუცილებელია.

თუ თქვენ ნატურალური, შეუღებავი ან მშრალი ტიპის თმა გაქვთ, მშრალი შამპუნი იდეალურად მოერგება თქვენს თმას. შავ და მუქ ყავისფერ თმაზე შესაძლოა შამპუნმა ქერტლის სახით მცირე ნაწილაკები დაგიტოვოთ, თუმცა სასურველ შედეგს აუცილებლად მოგცემთ.

მშრალი შამპუნი იდეალურად მოქმედებს დახვეულ თმაზე, თუმცა ოდნავ მეტ დროს მოითხოვს და თან შესაძლოა სპრეიმ კულულები ერთ ადგილას გააშეშოს და შამპუნის შესხმის შემდეგ თმა ოდნავ გაუხეშდეს.


როგორ გამოვიყენოთ მშრალი შამპუნი?

შეანჯღრიეთ ბოთლი, თმას ოდნავ მოაშორეთ ის და პატარ-პატარა ინტერვალებით შეისხურეთ პროდუქტი თმაზე. დაიმასაჟეთ სკალპი იმისთვის, რომ კარგად ჩაჯდეს შამპუნი თმაში. ყველა პროდუქტს თავისი გამოყენების წესი აქვს. გამოიყენეთ მშრალი შამპუნი 2 დღე და შემდეგ აუცილებლად ჩამოიბანეთ ის.

წყარო: www.healthline.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93