ჩვენი ორგანიზმი ყოველდღე პატარ-პატარა იმპულსებით გველაპარაკება. მაგალითად, ადამიანის ორგანიზმში ჯირკვლების ტკივილი რაიმე დარღვევას მიანიშნებს, თავის ტკივილი - ორგანიზმში წყლის ნაკლებობას, გამომშრალი კანი ასევე დეჰიდრატაციის ნიშანია და სხვა. ჩვენ ვალდებულები ვართ, ერთი მთლიანობის შესანარჩუნებლად დაკვირვებით ვუსმინოთ ჩვენს სხეულს და მისი მოთხოვნები შევასრულოთ.
ნახეთ 5 ნიშანი, რომლებითაც ორგანიზმი მიგვანიშნებს, რომ ვიტამინები გვჭირდება
თმის ცვენათმის ცვენა ერთ-ერთი მინიშნებაა ჩვენი ორგანიზმისგან და სავალდებულოა მას ყური დავუგდოთ, ვიტამინ B7-ის ნაკლებობა თმის ცვენას იწვევს. იმისთვის, რომ ეს ნიშანი ავირიდოთ თავიდან, ცილა, კალცი, კარტოფილი, კვერცხი და ბანანი უნდა მიირთვათ.
სახსრების ტკივილი
სახსრების ტკივილი ის ნიშანია, რომელიც ვიტამინების ნაკლებობაზე მიგვანიშნებს. თუ ძვლები გტკივათ, ესე იგი, გაკლიათ კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი. ეს ტკივილი ვითარდება სპორტსმენებში, რადგან ოფლის გამოყოფის დროს ბევრი მინერალი ორგანიზმიდან იდევნება. იმისთვის, რომ ეს ნიშანი აირიდოთ, საჭიროა მიირთვათ თხილეული, ნუში, გოგრა, ბანანი და ვაშლი.
გამონაყარი სახეზე
სახეზე არასასიამოვნო გამონაყარი, ალბათ, ბევრ თქვენგანს ჰქონია. ეს ვიტამინ B7-ის ნაკლებობის ბრალია. ამ გამონაყარის შესამცირებლად მიირთვით სოკო, კარტოფილი, ყველი, მოხარშული კვერცხი, ისპანახი და შეეცადეთ, ზედმეტად ცხიმიანი და ცხარე საკვები დროებით რაციონიდან ამოიღოთ.
თვალის ირგვლივ სიყვითლე
ორგანიზმში ვიტამინი B12-ის შემცირების შემთხვევაში თვალის ირგვლივ სიყვითლე ჩნდება, ამ სიყვითლის გაქრობა კი სპეციალური დიეტითა და კონკრეტული საკვების მიღებით არის შესაძლებელი. მიიღეთ რძე, ხორცი, ორაგული და ტუნა.
ემალის დაზიანება
ბოლო ნიშანი, რომელსაც ორგანიზმიდან ვიღებთ, კბილების უეცარი სიყვითლე და ემალის დაზიანებაა. ამ პრობლემას ვიტამინ D-ს ნაკლებობა იწვევს. მიირთვით კალციუმით, ფოსფორითა და ვიტამინ D-თი სავსე პროდუქტები, მაგალითად, ყავისფერი ბრინჯი, კარტოფილი, ლობიო, თევზი, ციტრუსი და გრეიპფრუტი.
წყარო:brightside.me