რჩევები

5 მეთოდი, როგორ მოვუაროთ სწორად გარუჯულ კანს

5 მეთოდი, როგორ მოვუაროთ სწორად გარუჯულ კანს

რატომ არის გარუჯული კანი პოპულარული? - ის ლამაზად გამოკვეთს სხეულის კონტურებს და უფრო თხელ სხეულს აჩენს.
მზის სხივები D ვიტამინის მდიდარი წყაროა, თუმცა დერმატოლოგების მნიშვნელოვანი ნაწილი გარუჯვას რეკომენდაციას არ უწევს. მათი თქმით, ვიტამინის მისაღებად 15-20-წუთიანი სეირნობაც საკმარისია. მათივე თქმით, გარუჯვის დროს კანის დაბერების, მომატებული პიგმენტაციის, კიბოსა და სხვა დაავადებების რისკები იზრდება. თუმცა, თუ გარუჯვას მაინც გადავწყვეტთ, მათი რეკომენდაციით, ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ მინიმუმ SPF 30-იანი ფილტრის მქონე მზისგან დამცავი და შუადღის მწველ სხივებს არ მივეფიცხოთ.
გარუჯვის
შემდეგ, თუ გვსურს, მუქი კანის ფერი დიდი ხნით შევინარჩუნოთ ან აქერცლილ ადგილებს სწორად ვუმკურნალოთ, ამისათვის 5 ეფექტურ მეთოდს უნდა მივმართოთ:


გრილი შხაპის მიღება


როგორც წესი, ცხელი წყალი კანს აშრობს და აქერცვლისკენ უფრო მიდრეკილს ხდის. გრილი წყალი კი პირიქით, ავიწროებს ფორებს, ნაკლებად აშრობს კანს და არ აღიზიანებს მას.
მეტიც, გრილი წყალი ამშვიდებს კანს, გვმატებს ენერგიას, აჩქარებს სისხლის ცირკულაციას და პოტენციურად ხელს უწყობს წონაში კლებას. რაც უფრო ნაკლებად მივიღებთ ცხელ შხაპს, მით უფრო მეტი ხნით შევინარჩუნებთ ოქროსფერ რუჯს.


ჩვეულებრივზე მეტად დატენიანება


კანის აქერცვლის საპრევენციოდ შხაპის მიღების შემდეგ ტანის სპეციალური ლოსიონით დატენიანება, ფაქტობრივად, აუცილებლობას წარმოადგენს. უმჯობესია, ლოსიონი ყოველდღიურად გამოვიყენოთ, რათა გამოშრობის პროცესი ავიცილოთ თავიდან.
ზოგადად, მშრალი კანის შემთხვევაში, რეკომენდებულია არა თხელი ლოსიონის, არამედ კარაქის კონსისტენციის პროდუქტის გამოყენება, რათა მეტი ტენიანობა შევინარჩუნოთ.
ჩვეულებრივ, ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი ლოსიონის, ტანის რძის ან იოგურტის გამოყენებაც მისაღებია.

რუჯის არსებობის მიუხედავად, მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება


თუ სასურველი ფერი უკვე მივიღეთ, თუმცა მისი შენარჩუნების მიზნით პერიოდულად მზეს ვეფიცხებით, დამცავის გამოყენება მაინც რეკომენდებულია, რადგან შესაძლებელია, დამწვრობა მივიღოთ და კანმა სწრაფად დაიწყოს აქერცვლა.
გარდა იმისა, რომ დამწვრობის მიღება დისკომფორტთანაა დაკავშირებული, ის ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს. დამწვრობის მიღების შემთხვევაში, რეკომენდებულია, კანის მექანიკურად აქერცვლას მოვერიდოთ და სამედიცინო საშუალებები დერმატოლოგის რჩევით გამოვიყენოთ.

აქერცვლისკენ მიდრეკილი კანის დექსპანთენოლით დატენიანება

თუ კანმა აქერცვლა უკვე დაიწყო, წესი N1-ია, მყისიერად არ გავიკეთოთ ქიმიური პილინგი. უმჯობესია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაველოდოთ კანს, გაფერმკრთალებისა და აქერცვლის პროცესი თავად გააგრძელოს და მხოლოდ ბოლო ეტაპზე ჩავიტაროთ აღნიშნული კოსმეტოლოგიური პროცედურა.
კანის აქერცვლის პროცესში მექანიკურად ჩარევამ შეიძლება ინფექციის განვითარება, ჰიპერპიგმენტაცია და კანის არაერთგვაროვანი სტრუქტურის მიღება გამოიწვიოს. პრობლემები შეიძლება უფრო შორსაც წავიდეს. შესაბამისად, უმჯობესია, პროცესს სამედიცინო საშუალებებით, მაგალითად, რეკრეოლის კრემით, დექსპანთენოლი 5%-ით ვუმკურნალოთ. რეკრეოლის კრემი კანის ღრმა დატენიანებას, აქერცვლის პროცესს შეაფერხებს და ნახეთქების შემთხვევაში, მათ შეხორცებას შეუწყობს ხელს.
დექსპანთენოლი, რომელსაც მალამო „რეკრეოლი“ შეიცავს, ქსოვილებში პანთოტენის მჟავად გარდაიქმნება, რომელიც კოფერმენტ A-ს შემადგენელი ნაწილია და კანის რეგენერაციას აჩქარებს. ნივთიერება აღადგენს კანის ელასტიკურობას და შეხორცების პროცესს ასტიმულირებს. რეკრეოლი, თბილი და სათუთი ზრუნვა კანზე.

ამასთან, რეკომენდებულია, აქერცლილ კანზე პარფიუმის შემცველი საშუალებები არ გამოვიყენოთ ან მათი მოხმარება მნიშვნელოვნად შევამციროთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93