რჩევები

პოპულარული და პრაქტიკული: 6 მოდური ვარცხნილობა შემოდგომისთვის

პოპულარული და პრაქტიკული: 6 მოდური ვარცხნილობა შემოდგომისთვის
დაიღალეთ გაშლილ თმაში სიარულით და სიახლეები გინდათ ვარცხნილობის მხრივ? ინსტა-ტრენდების თვალიერებისას მივაგენით სტილისტების ტოპ 6 ვარცხნილობას შემოდგომა 2020-ის სეზონისთვის, რომლებიც საკმაოდ პოპულარული გახდა და ამავდროულად, პრაქტიკულიც არის.
ჩაინიშნეთ!

მაღალი "კუდი"

  • წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობა სწორედ "ცხენის კუდს" ეკუთვნის, რომელიც ლამაზად არის გადავარცხნილი უკან, გამოიყურება თოჯინის ვარცხნილობის მსგავსად და არის საკმაოდ პრაქტიკული, ვინაიდან ნებისმიერ ლუქს უხდება. მეტი მრავალფეროვნებისთვის შუბლზე შეგიძლიათ წინამოს თმა ჩამოიშალოთ, რაც მეტ ეფექტურობას შესძენს მას.

ბაფთები

  • რომანტიკული განწყობის გარეშე არ შეიძლება. იდეალური ვარცხნილობა პაემნებისთვის და კაფეში
    მეგობრებთან ერთად შეკრებებისთვის, მანამ, სანამ გარეთ წვიმს.

აბურდული "გორგალი"

  • ჩვენი ფავორიტი ვარცხნილობა, ვინაიდან მარტივი და სწრაფი გასაკეთებელია, წვიმიან ამინდში არ ჩამოიშლება, უხდება აბსოლუტურად ნებისმიერ ლუქს. ტრენდულია როგორც დავარცხნილი "გორგალი", ასევე აბურდული. ორიენტირი განწყობის მიხედვით აიღე.

ორი ნაწნავი სახესთან

  • ფიქრობ, ეს ვარცხნილობა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებშია აქტუალური? შეცდი! ბევრი ჰოლივუდელი ლამაზმანი სწორედ მასზე აჩერებს არჩევანს იმისათვის, რომ ლუქს მეტი სიმსუბუქე შემატოს. მთავარია, ძალიან სწრაფად შეიძლება მისი გაკეთება. უბრალოდ დაიწანი ორი წვრილი ნაწნავის სახით და ვარცხნილობაც მზად არის.

ვარცხნილობა თმის სარჭით

  • დიახ, ბელა ჰადიდმა და კენდალ ჯენერმა დააბრუნეს წელს ეს ზარმაცების ვარცხნილობა 90-იანებიდან. ჩვენი აზრით, ის სრულ სტილიზაციას საჭიროებს ლუქში, სხვა შემთხვევაში საკმაოდ უადგილოდ გამოჩნდება. დაიმაგრეთ თმა სარჭით, ჩაიცვით ოვერსაიზ-კოსტიუმი, ჯინსი-პალაცო, თეთრი კედები და ყველაზე მოდური გოგოს სტატუსიც გარანტირებულია.

თმის სამაგრები ერთ მხარეს

  • გახსოვთ, ალბათ, წარწერებიანი თმის სამაგრები. დღეს უკვე ადგილი დაუთმეს თვლებითა და მარგალიტებით გაწყობილ თმის სამაგრებს, თუმცა ამ შემოდგომაზე მთავარი წესი არის, რაც უფრო ნაკლები სამკაული გიკეთია, უფრო მოდური ხარ. არ დაგავიწყდეთ, სამაგრები ტრენდული მხოლოდ ერთ მხარეს არის და არა ორივეზე, როგორც გასულ სეზონზე.

წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93