რჩევები

ეს არ უნდა გააკეთოთ! აი, რა აბერებს თქვენს კანს

ეს არ უნდა გააკეთოთ! აი, რა აბერებს თქვენს კანს
ქალბატონები სილამაზეზე განუწყვეტლივ ზრუნავენ, მაგრამ ზოგჯერ მთავარი ფაქტორები ავიწყდებათ, ან უბრალოდ მხედველობიდან გამორჩებათ ხოლმე.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, რაც თქვენი კანის დაზიანებას და ზოგ შემთხვევაში კანის დაბერებასაც უწყობს ხელს.

თუ ხშირად არ ატარებთ მზის სათვალეს

რაც უფრო ნაკლებად იყენებთ მზის სათვალეს და ამასთანავე, მზეზე მოძრაობთ, დიდი შანსია, რომ თვალებთან ნაოჭები გაგიჩნდეთ.
რა თქმა უნდა, ის საკითხიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ სათვალის სწორად შერჩევაა აუცილებელი.



თუ სახეს დაბანის შემდეგ პირსახოცით იმშრალებთ

ცხადია, სახის ჩვეულებრივად, ძალის დაუტანებლად გამშრალებაში სავალალო არაფერია.
მაგრამ თუ პირსახოცს სახეზე
უხეშად წაისვამთ და ეს ხშირად მოხდება, ეს თქვენი კანის გაღიზიანებას შეუწყობს ხელს!



არასწორი საკვების მიღება

ალბათ, გაიფიქრებთ, ვინ დააწესა ეს? უბრალოდ არსებობს საკვები, რომელიც თქვენს კანს აზიანებს და თუ მას ხშირად მიიღებთ, თქვენი კანი დაბერების პროცესის დაჩქარებას დაიწყებს. 



თუ არასდროს იყენებთ თიხის ნიღბებს

ყველა ქალბატონის კანი ინდივიდუალურადაა მოსავლელი, მაგრამ თიხის ნიღბების გამოყენება მაინც ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.
თეთრი თიხა ყველანაირი ტიპის სახის კანის სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ და მისი წყალობით კანს ახალგაზრდული იერი შევუნარჩუნოთ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93