რჩევები

3 ოქროს წესი ქერა თმის სწორად მოვლისათვის - სტილისტების რჩევები

3 ოქროს წესი ქერა თმის სწორად მოვლისათვის - სტილისტების რჩევები
ცივი და თბილი თაფლისფერი თმის ტონები ყოველთვის განსაკუთრებულ მოვლას ითხოვს იმისათვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ნატურალური ქერა ხართ თუ შეღებილი, ბიუთი-რუტინა ყველას ერთნაირად ესაჭიროება. თუმცა ამას ემატება მეტი საზრუნავი, თუკი თხელი თმის პატრონი ხართ.
როგორ მოვუაროთ ქერა თმას და რომელი სამი ოქროს წესი გავითვალისწინოთ? ქოლორისტები და სტილისტები მზად არიან პასუხისთვის.

წესი #1: "არ დაგავიწყდეთ ტონირება"

  • ტონირება აუცილებელია თვეში ერთხელ მაინც იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანსაღი თმის ფერი. ქოლორისტების მოსაზრებით, თანამედროვე საღებავები უსაფრთხოა თმის ჯანმრთელობისთვის. ასე
    რომ, მათი გამოყენებით მიიღებთ მდგრადი და მკვეთრი შეფერილობის გარდა, რბილ და მოვლილ თმას. შეარჩიეთ დაბალი pH დონის შემცველი საღებავი სპეციალური კომპონენტებით, რომელიც შეღებილი თმისთვის არის განკუთვნილი. გაღიავებული თმა გამომშრალი ხდება. ამიტომ მათი პიგმენტებით დელიკატურად შევსება უმნიშვნელოვანესია სიყვითლის გასანეიტრალებლად.

წესი #2: "დაივიწყეთ თმის უთო"

  • თუკი არის საშუალება, რომ უარი თქვათ თმის სტაილერებზე, ძალიან კარგი იქნება თქვენივე თავისთვის. ის, ფაქტობრივად, აქრობს პიგმენტს თმიდან. შედეგად მკრთალი ხდება თმის ღერები და სიმკვეთრეც იკარგება. თუკი იყენებთ თმის უთოებს, არ დაგავიწყდეთ თავდაპირევლად თერმოდამცავი ფენის შექმნა სხვადასხვა სპრეის მეშვეობით. გადაინაწილეთ თმაზე თანაბრად და შეუდექით დასწორებას. სპრეი იცავს თმას თერმული დაზიანებისგან, უბრუნებს ბზინვარებას და ჯანსაღ იერს.

წესი #3: "ჩეკ-ლისტი შემადგენლობით"

  • თმის მოვლის საშუალება აუცილებლად დამატენიანებლით უნდა იყოს გაჯერებული. მოიძიეთ შემადგენლობაში ლიპიდები და პროტეინები, რომლებიც თმას გაამაგრებს. ყურადღება გაამახვილეთ pH დონის შემცველობაზე. შამპუნი, კონდიციონერი, ნიღაბი, ზეთები - ის აუცილებელი მინიმუმია, რომელიც ყველა ქერა თმის პატრონმა უნდა გამოიყენოს თმის მოვლის რუტინაში.

წყარო: elle
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93