რჩევები

ჯენიფერ ენისტონის იდეალური ვარცხნილობის 3 საიდუმლო

ჯენიფერ ენისტონის იდეალური ვარცხნილობის 3 საიდუმლო
რამდენიმე ბიუთი-ხრიკი ჰოლივუდელი ლამაზმანისგან, რომელიც თმების იდეალურად მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

„გაიკეთეთ ვარცხნილობა ენისტონის მსგავსად“ - ეს არის ფრაზა, რომელიც 90-იანების ბოლოს მასიურად გამოჩნდა სილამაზის სალონებში. დიახ, ეს მოთხოვნა ტანსაცმლის ტრენდების მსგავსად ამ სეზონზეც აქტუალური გახდა, მოდა გრადუირებულ ვარცხნილობებზე, სწორი თმა და მელირება თანდათან ბრუნდება: ეს ვარცხნილობები სახეს მეტ სიჯანსაღეს სძენს, რაც საბოლოო ჯამში ლამაზად წარმოგაჩენთ.

საკულტო სერიალის, „მეგობრების“ მსახიობი ჯენიფერ ენისტონი პოპულარიზაციას უწევს სწორ, დავარცხნილ, ბზინვარე თმას. რამდენია ამ ისტორიაში „კარგი გენეტიკა“ და რამდენი საგულდაგულო მოვლა
- რთულია სათქმელად. მსახიობს თმის ლამაზად შენარჩუნებაში დიდი ხნის მეგობარი სტილისტი კრის მაკმილანი და კოლორისტი მაიკლ კანალე ეხმარებიან.

სამი ფავორიტი საშუალება, რომლებიც ჯენის ეხმარება ლამაზი და ჯანსაღი თმის შენარჩუნებაში:

მატონიზირებელი სპრეი

  • შეღებილი თმისთვის მეტი სიმკვეთრისა და სიჯანსაღის მისანიჭებლად ჯენი სპეციალურ მატონიზირებელ სპრეის იყენებს. ის ნებისმიერ რთულ სიტუაციაში იდეალური გადაწყვეტილებაა. მაშინ, როცა სალონში ვიზიტისთვის არ სცალია, რამდენიმე შესხურება და თმა უკვე ნაკლებად კრიტიკულად გამოიყურება.

ზეთი

  • იმისათვის, რომ თმა გამუდმებით ბზინავდეს და დატენიანებული იყოს, თავის ბიუთი-რუტინაში ენისტონი მკვებავ ზეთებს იყენებს. სტილისტის რჩევით, მკვებავ საშუალებას თმის კონდიციონერს ურევს, შემდეგ კი მასაჟის მოძრაობით ანაწილებს თავის ზედაპირზე. ამ პროცედურის შემდეგ თმა უფრო მოვლილი და ჯანმრთელია.

თერმოდაცვა

  • განსაკუთრებულ ყურადღებას ვარსკვლავი თერმული ზემოქმედებებისგან დაცვას ანიჭებს: ყოველთვის იყენებს თერმოდამცავ სპრეის, თმის დასავარცხნად კი სპეციალურ უთოს იყენებს, საშუალო ტემპერატურულ რეჟიმზე.
ეს მარტივი ბიუთი-ხრიკები დაგეხმარებათ თმის დაზიანების მინიმალიზირებაში. 
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93