მწვანე სითხე, რომელიც ამცირებს ოფლიანობას და წმენდს ორგანიზმს.
წვეთი თხევადი ქლოროფილი დღიურად და ექიმი საერთოდ არ დაგჭირდებათ - სწორედ ასე აღწერენ მისი პიგმენტების მოქმედებას დიეტოლოგები. სავარაუდოდ, ბიოლოგიის კურსებიდან გემახსოვრებათ, რომ ქლოროფილი ფოთლებს მწვანეფრად ღებავს. ამაზე თეორია მთავრდება, რაც ნამდვილად ცუდია, ვინაიდან გაფერადების ეფექტის გარდა, ის შეიცავს A, C და K ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, რკინას და კალცს.
თხევადი ქლოროფილი აფთიაქებში იყიდება სხვადასხვა დოზით - რამდენიმე მილილიტრით დაწყებული, ლიტრებით დასრულებული; განსხვავებულ კონცენტრაციებში. ამიტომ რეკომენდებულია გაეცნოთ ინსტრუქციას, ვინაიდან შესაძლოა წვეთი საკმარისი აღმოჩნდეს ან პირიქით, კოვზი იყოს საჭირო. სასარგებლო "მწვანე ნივთიერება" უნდა გააზავოთ წყალში და დილაობით დალიოთ უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ფერი და სურნელი მოგაგონებთ ჭაობის წყალს, მაგრამ არ დაგწყდეთ გული - არსებობს პიტნის გემოს ქლოროფილი, რომელიც სუნთქვას აჯანსაღებს.
მწვანე სითხეს იღებენ ცნობილი ჰოლივუდელებიც: ლილი ოლდრიჯი, ლარა სტოუნი, ემილია კლარკი და შარლოტა ოლიმპია. ისინი სტუმრობენ დახურულ ფიტნეს-კლუბებს ლონდონში Bodyism-ს სახელწოდებით. ამ კოქტეილს მათ ვარჯიშის დაწყებამდე აძლევენ. ასეთი ელექსირით ტოქსინები უფრო ინტენსიურად გამოიდევნება ორგანიზმიდან. ამას დამატებული, ნერვული სისტემა ნორმალიზდება და გეხმარებათ სტრესის მოხსნაში.
წყარო: vogue