თვალის გარშემო კანი ყველაზე ფაქიზია, ვინაიდან კანის თხელი ფენა სწორედ თვალის ქვეშ არის განლაგებული, მიდრეკილია სიმშრალისკენ, ნაოჭების ნაადრევად წარმოქმნისკენ, ტომრებისკენ და მუქი რგოლებისკენ.
როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ტომრები და შავი წრეები თვალის ქვეშ, რა იწვევს მათ წარმოქმნას?
- ასაკის მატებასთან ერთად, როცა კანის ტონუსი, კუნთები შედარებით დუნდება, უფრო შესამჩნევი ხდება ტომრები თვალის ქვეშ, თუმცა შესაძლებელია მემკვიდრეობითიც იყოს და 20 წლის ასაკშიც გქონდეთ. თუკი ასაკთან ერთად ძალიან შესამჩნევი ხდება და უკვე გაწუხებთ, მაშინ პლასტიკური ქირურგია, ბლეფეროპლასტიკა სწორედ რომ დროულია. ხოლო სილურჯეები თუკი მხოლოდ დილით გაღვიძებისას გაქვთ, ამ პრობლემის მოგვარება კოსმეტოლოგის მეშვეობით არის შესაძლებელი.
მუქ წრეებს თვალის გარშემო რამდენიმე ფაქტორი იწვევს:
- ყურადღება გაამახვილეთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე. თუკი სილურჯეების გარდა ქრონიკულ დაღლასაც გრძნობთ, მუდმივი უძილობა და უენერგიობა გაწუხებთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ორგანიზმში დეფიციტური მდგომარეობა არ გაქვთ (ანემია, რკინის ნაკლებობა). ამ შემთხვევაში ენდოკრინოლოგთან ვიზიტი უნდა დაგეგმოთ.
- მუქი წრეები შესაძლოა თვალის კუნთების მოდუნებულმა მდგომარეობამ და სისხლძარღვებმა გამოიწვიოს. როგორც წესი, ლიმფური ძარღვებიც არის პრობლემის წარმომქმნელი მიზეზი. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა კანზე უნდა იყოს მიმართული და ლიმფოდრენაჟზე თვალის ქვეშ.
- ზოგჯერ პრობლემა შესაძლოა სინათლემ გამოიწვიოს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თვალის ქვედა ზონაზე ჩრდილი ხვდება და ხშირ შემთხვევაში პაციენტებს ჰგონიათ, რომ მუქი წრეები აქვთ თვალის ქვეშ.
- ასევე არსებობს გენეტიკური პიგმენტაცია თვალის გარშემო, მუქი წრეები ბავშვობიდან მოჰყვება ზოგიერთს, მაგრამ ამ დროს აუცილებელია პიგმენტის გათეთრება და კანის მდგომარეობის გაუმჯობესება.
შესაძლებელია არსებული პრობლემის აღმოფხვრა?
- კოსმეტიკური საშუალებებით რთულია მისი დამალვა. შესაძლებელია საწყის ეტაპზე პროფილაქტიკისთვის შეცვალოთ პიგმენტი, მაგრამ არის საცხები, რომლებიც მხოლოდ მარკეტინგული სვლა არ არის და სინამდვილეში ეფექტურია ნაოჭების გასაქრობად და სილურჯეების მოსაშორებლად. ასე რომ, თქვენს კოსმეტოლოგთან ერთად თქვენი კანის შესაფერისი საშუალების შერჩევა მნიშვნელოვანია პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად.
წყარო: vogue