9 პროდუქტი, რომლებიც გამონაყარს ებრძვის - Marao

9 პროდუქტი, რომლებიც გამონაყარს ებრძვის

2020-10-26 15:52:52+04:00


არაერთ სტატიაში გვისაუბრია იმაზე, თუ რა იწვევს გამონაყარის პროვოცირებას. ამჯერად ვისაუბროთ სასიამოვნოზე, 9 პროდუქტზე, რომლებიც თავიდან აგაცილებთ გამონაყარს.

ჩაინიშნეთ!

Pin by anita life on acne positivity ❤️ | Acne, Cystic acne, Body positivity

1. ავოკადო

  • ამ ბოსტნეულს შესაძლოა ძეგლი დაუდგან, სკეპტიკოსები კი ცდილობენ უპოვონ რაიმე საზიანო, თუმცა - ამაოდ. ეს პროდუქტი მთლიანად სასარგებლოა თავისი შემადგენლობით. მადლობა С და Е ვიტამინებს.

2. ბროკოლი

  • რეკორდსმენი, მაგრამ ბევრი თვლის, რომ ეს კომბოსტო საშინლად უგემოვნოა, რაც თავის მხრივ, ამართლებს გამოთქმას "წამალი უნდა მწარე იყოს". А, В და К ვიტამინების კომპლექსი უზრუნველყოფს კანის მოვლასა და სწრაფ გაჯანსაღებას.

Animated Brokoli on Behance

3. ლეღვი

  • მაგნიუმით მდიდარი ხილი კანს სიგლუვეს უბრუნებს, ხავერდოვნებას და ცხიმის გამოყოფას ამცირებს.

4. შვრია

  • ასევე მდიდარია მაგნიუმით. ოდნავ უგემურია, მაგრამ ბიუჯეტური, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გამონაყარის წინააღმდეგ საბრძოლველად!

29 Times Anime Mastered This Whole Food Thing | Food videos, Food,  Aesthetic food

5. ყავისფერი ბრინჯი

  • აბსორბენტი და უჯრედისის საბადო, რომელიც კანს ასუფთავებს და ერთ ფერზე მოჰყავს.

6. ღელის კალმახი

  • ცხიმიანი მჟავები და ანტიბაქტერიული შემცველობა - აი, რატომ გჭირდება ამ თევზის მიღება.

Mussels GIF - Mussels Seafood Dinner - Discover & Share GIFs

7. ხამანწკები

  • თუკი ვინმე გემოვნებას დაგიწუნებს, შეგიძლია თამამად უპასუხო: "დერმატოლოგმა მირჩია, ხამანწკებში ბევრი თუთიაა!"

8. გოგრის თესლი

  • კიდევ რომელი პროდუქტები გეხმარება გამონაყარის თავიდან მოცილებაში? რა თქმა უნდა, გოგრის თესლი - უფრო ბიუჯეტური მეთოდი, რომელიც თუთიის ნაკლებობას აღადგენს ორგანიზმში.

9. შავი შოკოლადი

  • ანტიოქსიდანტები შენს კანს აუცილებლად სჭირდება. სხვათა შორის, შავ შოკოლადშიც დიდი რაოდენობით თუთიაა.

Chocolate GIF - Find on GIFER

წყარო: cosmo