ბლოგერი, მოდელი და მსახიობი ლიზა ბაშიროვა გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა იპოზიოროთ სწორად ფოტოებზე.
ვიჭიმებით
კისერი, ფეხები, თითები, პრესი - ყველაფერი მაქსიმალურად უნდა იყოს დაჭიმული. ეს ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს და აყალიბებს ფიგურას. ამავე დროს, ნუ ასწევთ ნიკაპს მაღლა და არ დამალოთ ხელები უკან. დააკვირდით სახის გამომეტყველებას - ის მოდუნებული უნდა იყოს.
ასიმეტრია
ასიმეტრიული პოზები ყოველთვის მატებს დინამიკას სილუეტს და უფრო ნაზს ხდის მას. ერთი მხარი უფრო მაღალია, ვიდრე მეორე; ერთი ფეხი მოხრილი, მეორე გაშლილია; სახე ოდნავ მოტრიალებულია კამერისგან.
ხელები მოძრაობაში
თქვენ შეგიძლიათ გაშეშდეთ, მაგრამ მკლავების პოზიცია უნდა შეიცვალოს, რათა პოზა გამოიყურებოდეს ბუნებრივად და მოდუნებული ჩანდეთ ფოტოზე.
ფეხი კამერისკენ
თუ გვერდიდან იღებთ ფოტოს, გაშალეთ ფეხი, რომელიც კამერასთან უფრო ახლოსაა. ეს მარტივი ტექნიკა ვიზუალურად ზრდის სიგრძეს და ფიგურას უფრო მოხდენილად აჩენს. დარწმუნდით, რომ ხელები მჭიდროდ არ არის მიდებული სხეულზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო სქელი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. იდაყვები არ უნდა იყოს წინა პლანზე.
ნახევრად შებრუნდი
თუ ჯდომისას პოზირებთ, არასდროს იჯდეთ ქუსლებზე, მუხლებზე პირდაპირ. ეს კუთხე აჭრის ფეხებს და მოკლეს ხდის მათ. ამის ნაცვლად, შეეცადეთ ოდნავ ასწიოთ თავი და ნახევრად მოატრიალოთ კამერისკენ - ამით თქვენი ფეხები და წელი უფრო თხელი გამოჩნდება. და რა თქმა უნდა, ზურგი სწორად უნდა გქონდეთ - ეს არის წარმატებული ფოტოს გასაღები.
მხრები
ზოგჯერ შეგიძლიათ მხრები ოდნავ ასწიოთ და წინ გადახაროთ. ამ ტექნიკას მრავალი მოდელი იყენებს გადაღებებში.
წყარო: peopletalk