პირბადის ტარებისას სათვალე გეორთქლებათ?! – ეს სტატია თქვენთვისაა - Marao

პირბადის ტარებისას სათვალე გეორთქლებათ?! – ეს სტატია თქვენთვისაა

2020-11-21 18:47:44+04:00


მას შემდეგ, რაც პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, სათვალის მომხმარებლები ერთი და იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ – სათვალის დაორთქლილი მინები, რომლებიც ცივი სეზონის დადგომასთან ერთად სულ უფრო შემაწუხებელი გახდება. სწორედ ამიტომ, ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც სათვალეზე თეთრი ნისლის გაქრობაში დაგეხმარებათ:

ნისლის საწინააღმდეგო სპრეი ან ტილო.

ნისლის საწინააღმდეგო სპრეის შეძენა ოპტიკის მაღაზიებშია შესაძლებელი, ხოლო გამოყენება ძალიან მარტივია: შეასხურეთ სპრეი სათვალის მინებს ორივე მხრიდან, შემდეგ კი რბილი ქსოვილით კარგად გაწმინდეთ. ასე ორთქლი 72 საათის განმავლობაში აღარ შეგაწუხებთ. შემდეგ კი იგივე პროცედურა უნდა გაიმეოროთ. იგივე შედეგს იძლევა ნისლის საწინააღმდეგო სპეციალური ტილო.

6 Mask Hacks To Stop Your Glasses From Fogging Up - The Singapore Women's  Weekly

ნიღბის ზედა მეოთხედის გადაკეცვა.

სპეციალური სპრეისა და ტილოს არქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ პირბადის ზედა მეოთხედის თქვენს მხარეს გადაკეცვის მეთოდი. ასე ორთქლი გვერდებიდან გამოვა და სათვალე ნაკლებად დაიორთქლება. ამ დროს გაითვალისწინეთ, რომ პირბადე აუცილებლად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს. წაიკითხეთ ვრცლად