სუფთა, ნაზი და ხავერდოვანი - როგორ მოვუაროთ სახის კანს იდეალურად, სახლის პირობებში - Marao

სუფთა, ნაზი და ხავერდოვანი - როგორ მოვუაროთ სახის კანს იდეალურად, სახლის პირობებში

2020-12-11 13:30:26+04:00


სახე - ყველა ქალის სავიზიტო ბარათია. ლამაზი და მოვლილი სახის კანი თავდაჯერებულობას გვმატებს და თავს მომხიბვლელად გვაგრძნობინებს. სულაც არ არის აუცილებელი, რომ კარგი ვიზუალის შესანარჩუნებლად რეგულარულად იაროთ კოსმეტოლოგთან - სწორად შერჩეული კანის მოვლის საშუალებები და ორგანიზებული რუტინა სავსებით საკმარისია.

სახის კანის სწორად მოვლით შეგიძლიათ დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოთ სილამაზე და ახალგაზრდული იერი. ბევრი ქალი არასწორად იტარებს რუტინას და სერიოზულ შეცდომებს უშვებს. სახის მოვლა მთელი რიტუალია. კარგად გამართული სისტემით, ყოველდღიური მოვლა 10-წუთიან სიამოვნებად გადაიქცევა დილას და საღამოს! შედეგი კი ძალიან მალე იქნება შესამჩნევი.

რითი დავიწყოთ?

პირველი სწორი ნაბიჯი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ - თქვენი კანის ტიპის განსაზღვრაა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ თავის მოვლის საშუალებები. ცხიმიანი და მშრალი კანის კოსმეტიკური საშუალებები მკვეთრად განსხვავებულია შემადგენლობით და არასწორმა არჩევანმა შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

არსებობს 4 ტიპის კანი:

  • ნორმალური
  • ცხიმიანი
  • მშრალი
  • კომბინირებული

სახის კანის მოვლის ეტაპები ყველა შემთხვევაში ერთნაირია, მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებებია ინდივიდუალური.

სახის კანის რუტინა მოიცავს შემდეგ ძირითად ნაბიჯებს:

  1. წმენდა
  2. ტონიზება
  3. დატენიანება და კვება
  4. დამატებითი მოვლა
  5. დაცვა

HERBALIFE SKIN-ის ხაზის თავის მოვლის საშუალებები  Herbalife Nutrition-ისგან, - ესაა სპეციალური „დიეტა“ თქვენი კანისთვის, რომელიც მოიცავს ბუნებრივი წარმოშობის უნიკალურ კომპონენტებს და 15-ზე მეტ ვიტამინს, ანტიოქსიდანტს, ზეთებსა და მცენარეულ ექსტრაქტს.

ეს ხაზი სრულყოფილად კვებავს კანს უჯრედის დონეზე, ხელს უწყობს მის სიჯანსაღეს, სილამაზის და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას.

წმენდა

სახის კანის წმენდა დილა-საღამოს აუცილებელია. მაკიაჟის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მიცელარული წყალი ან გელი. ნორმალური და მშრალი კანისთვის რეკომენდებულია ალოეზე დამზადებული გელი. ნაზი გამწმენდი საშუალება პარაბენების და სულფატების გარეშე აჩუქებს თქვენს სახის კანს სისუფთავის შეგრძნებას და გამოაცოცხლებს. ექსკლუზიურ ფორმულაში შედის ვიტამინი B3, C და E ვიტამინი-ოქსიდანტები, ალოე ვერა და ქოქოსზე დამზადებული დელიკატური გამწმენდი საშუალებები.

  • ალოეზე დამზადებული გამწმენდი გელი
  • ციტრუსებზე დამზადებული გამწმენდი გელი

მას შემდეგ, რაც მაკიაჟს მოიშორებთ, უნდა გადახვიდეთ დაბანაზე. ამ შემთხვევაშიც დასაბანი ქაფი თქვენი კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.

დელიკატური ტონიზება

შემდეგი ეტაპია ტონიზება, რომელიც აღადგენს pH ბალანსს და კანს მოამზადებს მკვებავი კრემის წასმამდე. ტონიკი უნდა წაისვათ დილა-საღამოს, კანის დაბანის შემდეგ.

ბალახეულზე დამზადებული მატონიზებელი ტონიკი დელიკატურად არბილებს და არ ჭიმავს კანს.

ძირითადი მოვლა

სახის რუტინა უნდა ჩაიტაროთ მაკიაჟის წასმამდე 15-30 წუთით ადრე და საღამოს, დაძინებამდე 30 წთ-ით ადრე.

გამოიყენეთ ყოველდღიური დამატენიანებელი კრემი კანის ბუნებრივი ბზინვარებისთვის, რომელიც ატენიანებს კანს და ამზადებს მაკიაჟისთვის.

დამატებითი ზრუნვა

ეს ეტაპი მოიცავს სხვადასხვა ნიღაბსა და შრატს.

ანტიასაკობრივი შრატი სწრაფად შეიწოვება კანში, განაპირობებს ნაოჭების შემცირებას, ხოლო გელი თვალის გარშემო კანისთვის ლიფტინგის ეფექტით დაგეხმარებათ გადაღლილობასთან გამკლავებაში.

  • ანტიასაკობრივი შრატი
  • გელი თვალის გარშემო კანისთვის

დასაძინებლად მომზადება

ღამის აღმდგენი კრემი იზრუნებს თქვენს კანზე მაშინ, როდესაც თქვენ ისვენებთ.

"დააკლიკეთ" ფოტოზე მოცემულ ღილაკებს და წაიკითხეთ განმარტება

<script src="https://contentroom.h5p.com/js/h5p-resizer.js"></script>

აუცილებელია გესმოდეთ, რომ სახის კანის რეგულარული მოვლა და სწორი მიდგომა მასზე ზრუნვისათვის - სრულყოფილი და იდეალური კანის მთავარი საიდუმლოა!