ამ ხრიკების საშუალებით ბევრად ლამაზი გამოჩნდებით (ფოტო) - Marao

ამ ხრიკების საშუალებით ბევრად ლამაზი გამოჩნდებით (ფოტო)

2020-11-28 14:23:50+04:00


მუცელი ხშირად პრობლემურ ნაწილს წარმოადგენს ქალებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რომლის საშუალებითაც სხეულის აგებულება ბევრად ლამაზი გამოჩნდება.

  • სქელი ქსოვილები

შეეცადეთ აირჩიოთ მკვრივი ფორმის ქსოვილებისგან დამზადებული ტანსაცმელი. ისინი ხელს უწყობენ ფიგურის ნაკლოვანებების კარგად დამალვას.

  • ოდნავ თავისუფალი ტანსაცმელი

უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ ტანსაცმელს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეს დიდი ზომის სამოსი. საკმარისია, რომ ტანსაცმელი უბრალოდ მჭიდროდ არ ეკვროდეს სხეულს.

  • შარვალი ნორმალური, ან მაღალი წელის მქონე

ასეთ შარვალში მუცელი არ "გამოვარდება". გარდა ამისა, მაღალი წელი ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს და აბალანსებს თეძოს არეს.

  • ფენები

ასეთი სამოსი დაგეხმარებათ თქვენი მუცლის ოსტატურად დამალვაში. მრავალშრიანი იერის შექმნისას ნუ დააკავშირებთ ოთხზე მეტ ელემენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში იდეა დაიკარგება ტანსაცმლის სიჭარბის გამო.

  • დიდი ზომის პერანგი

სტილისტები გირჩევენ ჩაიცვათ თავისუფალი სტილის პერანგები, საშუალო სიგრძის ან უფრო გრძელი.

  • მოდურად ჩაიცვი სვიტერი

სვიტერის მცირე ნაწილი წინა მხარეს შეგიძლიათ ჩაიტანოთ შარვალში და დანარჩენი ამოტანებული დატოვოთ. ეს შექმნის ოდნავ დაუდევარ სილუეტს.

  • ჰუდი

ჰუდი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული სამოსია. მისი ტარება შესაძლებელია ყოველდღე, რადგან უხდება თითქმის ნებისმიერ ტანსაცმელს.

წყარო: takprosto