მუცელი ხშირად პრობლემურ ნაწილს წარმოადგენს ქალებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რომლის საშუალებითაც სხეულის აგებულება ბევრად ლამაზი გამოჩნდება.
შეეცადეთ აირჩიოთ მკვრივი ფორმის ქსოვილებისგან დამზადებული ტანსაცმელი. ისინი ხელს უწყობენ ფიგურის ნაკლოვანებების კარგად დამალვას.
- ოდნავ თავისუფალი ტანსაცმელი
უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ ტანსაცმელს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეს დიდი ზომის სამოსი. საკმარისია, რომ ტანსაცმელი უბრალოდ მჭიდროდ არ ეკვროდეს სხეულს.
- შარვალი ნორმალური, ან მაღალი წელის მქონე
ასეთ შარვალში მუცელი არ "გამოვარდება". გარდა ამისა, მაღალი წელი ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს და აბალანსებს თეძოს არეს.
ასეთი სამოსი დაგეხმარებათ თქვენი მუცლის ოსტატურად დამალვაში. მრავალშრიანი იერის შექმნისას ნუ დააკავშირებთ ოთხზე მეტ ელემენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში იდეა დაიკარგება ტანსაცმლის სიჭარბის გამო.
სტილისტები გირჩევენ ჩაიცვათ თავისუფალი სტილის პერანგები, საშუალო სიგრძის ან უფრო გრძელი.
სვიტერის მცირე ნაწილი წინა მხარეს შეგიძლიათ ჩაიტანოთ შარვალში და დანარჩენი ამოტანებული დატოვოთ. ეს შექმნის ოდნავ დაუდევარ სილუეტს.
ჰუდი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული სამოსია. მისი ტარება შესაძლებელია ყოველდღე, რადგან უხდება თითქმის ნებისმიერ ტანსაცმელს.
წყარო: takprosto