რჩევები

როგორი დიზაინის ფრჩხილებია მოდაში 2021 წლის ზამთარში? - შორენას და ევას მაგალითზე

როგორი დიზაინის ფრჩხილებია მოდაში 2021 წლის ზამთარში? - შორენას და ევას მაგალითზე
ქალბატონებისთვის გრძელი, ლამაზი ფრჩხილები ერთი დიდი უპირატესობაა. ამისთვის დროისა და თანხის დახარჯვა არავის ენანება და ქალებმა ზუსტად იციან, რომელ სეზონზე რომელი ფრჩხილის ლაქი წაისვან.

ნახეთ, რა ფერის ფრჩხილის ლაქი უნდა ატაროთ 2021 წლის ზამთარში.



პირველი ფერი, რომელიც ამ სეზონზე შეგიძლიათ აარჩიოთ, ღია ყავისფერი და ბრჭყვიალა 
ტონალობებია. მალე ახალი წელი მოვა და ეს დიზაინი სეზონისა და დროის შესაფერისია. 



არ დაიჯეროთ, რომ თეთრი მხოლოდ ზაფხულის ფერია, ზამთრის მუქ ფერებსაც უხდება ის, თან წითელ ტუჩსაცხთან ან წითელ სამოსთან დღესასწაულის განწყობას შეგიქმნით. შორენას თეთრი ლაქი სადა დიზაინით ძალიან უხდება.



მეტალიკის ფერები ჯერ კიდევ არ გადასულა მოდიდან და ზამთრის ლუქებს ეს ფერები აუცილებლად უნდა მოუხდინოთ. იასამნისფერ ლაქს თქვენს ფრჩხილებზე ყველა შეამჩნევს. 


ღია და
სადა ფერები ზამთრის მუქ ამინდებსა და ჩაცმულობას ყოველთვის უხდება. 2021 წლის ზამთრის ლუქებთან ეს ფერი აუცილებლად უნდა სცადოთ თან დიზაინი კიდევ უფრო გაალამაზებს სტილს.


ესეც ღია ფერის კიდევ ერთი კომბინაცია. არ აქვს მნიშვნელობა, რამსიგრძე ფრჩხილებს ატარებთ, ეს ფერი ყველა ფორმისა და სიგრძის ფრჩხილს მოუხდება.





ფრენჩზე რა აზრის ხართ? 2021 წლის ზამთარში ისიც აქტუალურია. თან ჩვეულებრივი ფრენჩი არ გეგონოთ, ორიგინალური და ფერადია. 




და ბოლო ფერი 2021 წლის ზამთრისთვის - რა თქმა უნდა, შავი ყველაზე ელეგანტური ფერია. ამ ფერს სეზონი და დრო არ გააჩნია, ყოველთვის ლამაზია ფრჩხილებზე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93