რჩევები

საახალწლო მანიკიურის იდეები 2021 წლისთვის

საახალწლო მანიკიურის იდეები 2021 წლისთვის
უკვე საახალწლო სამზადისთან ერთად ქალბატონებმა იმაზე ფიქრიც დაიწყეს, თუ როგორი ფრჩხილის ლაქის დიზაინები შეარჩიონ საახალწლოდ. სანამ 2020 წელი საბოლოოდ წავა, რამდენიმე ახალი დიზაინი აარჩიეთ და ახალ, 2021 წელს მომზადებულები დახვდით.

ნახეთ საახალწლო მანიკიურის იდეები 2021 წლისთვის



პირველი დიზაინი, რომელიც შეგიძლიათ საახალწლოდ შეარჩიოთ, ეს ლურჯსა და ვერცხლისფერში შექმნილი მანიკიურია. ეს ულამაზესი დიზაინი წინასაახალწლო განწყობას ნამდვილად აგიმაღლებთ.



თუ გრძელ ფრჩხილებს ატარებთ, ახალი წლისთვის ეს დიზაინი აუცილებლად უნდა სცადოთ. ნახეთ, როგორი ბრჭყვიალა და დახვეწილია. 



თქვენ წინაშეა თვით სინაზე, დიზაინი, რომელიც
ყველა ფორმის ფრჩხილს მოუხდება. შეგიძლიათ ფიფქების ქვეშ ვეცხლისფერი ან ოქროსფერიც სცადოთ. 



ახალი წელი წითლის გარეშე როგორ ჩაივლის და თუ ამ ფერის დიდი მოყვარული ხართ, მაშინ ეს დიზაინი უნდა სცადოთ. თან ორნამენტები კიდევ უფრო ალამაზებს მას. 



კიდევ ერთი შეუდარებელი წითელი და ტრენდული დიზაინი. ამ ბოლო დროს ერთ თითზე სხვა ფერის შილაკი კიდევ უფრო მოდური გახდა. რას იტყვით, როგორია?



ისე არაფერი უხდება ამ სეზონს, როგორც შესაბამისი განწყობა. ეს ბრჭყვიალა და ძალიან ლამაზი მანიკიური განწობასაც შეგიქმნით და გემოვნებიან დიზაინსაც აგარჩევინებთ. 



შეუძლებელია წლევანდელი წელი გეომეტრიული ფიგურების გარეშე დამთავრდეს. ეს დიზაინი უკვე მთელი წელია მოდაშია და რა თქმა უნდა, წლის ბოლოსაც არ კარგავს ტრენდულობას. 



და ბოლო დიზაინი თეთრ და შინდისფერ ფერებში. ისე არაფერს უხდება თეთრი, როგორც შინდისფერს და ეს კომბინაცია საახალწლო მანიკიურისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93