მიუხედავად ბევრი შრომისა, ჩვენს ბებიებს საკმაოდ მოვლილი ხელები აქვთ ყოველთვის. შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს სახლში თავადვე იტარებდნენ: არავითარი პიგმენტური ლაქა და აქერცვლადობა. მათი მოსაზრებით, ხელის მოვლა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. როგორც აღმოჩნდა, სახლის პირობებშიც მარტივია ხელის სკრაბისა და ნიღბების მომზადება, რაც საკმაოდ ბიუჯეტურიც არის.
ყავის სკრაბი ხელებისთვის
- იმისათვის, რომ სახლში მოამზადოთ სკრაბი, აუცილებელია 0.5 ჩაის კოვზი მარილი და ყავის ნალექი. დაიტანეთ მიღებული მასა ხელზე და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.
თხევადი სკრაბი
- მოსამზადებლად დაგჭირდებათ სკრაბის მეორე ვარიანტი: 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და 1 სუფრის კოვზი შხაპის გელი ან თხევადი საპონი ერთმანეთში გააზავეთ. დაიტანეთ ხელებზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით.
მკვებავი ნიღაბი ხელისთვის
- მას შემდეგ, რაც სკრაბით ხელის მასაჟს დაასრულებთ, აუცილებელია გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემი. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კარტოფილის ნახარში, რძე, თაფლი, ლიმონის წვენი და ქაფურის ზეთი. თავდაპირველად აურიეთ 1 სუფრის კოვზ კარტოფილის ნახარშთან ერთად 0.5 ჭიქა რძე და წამოადუღეთ. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ქაფურის ზეთი და თაფლი. მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე. დაიტანეთ მკვებავი ნიღაბი ხელზე, ჩამოიცვით პარკის ხელთათმანები და გააჩერეთ 25-30 წუთით. ამის შემდგომ დაიბანეთ თბილი წყლით და გამოიყენეთ მკვებავი საცხი.
- ლიმონის წვენი ძალიან კარგად ათეთრებს კანს, ქაფურის ზეთი კი ასაკობრივი კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, ვინაიდან კარგად უმკლავდება პიგმენტურ ლაქებს.
ასეთი მარტივი პროცედურები დაგეხმარებათ ლამაზი ხელის კანის შენარჩუნებაში. სახლში არსებული პროდუქტების მეშვეობით მარტივია თავის მოვლის საშუალებების შექმნა.
გაგვიზიარეთ თქვენი სახლის მოვლის პროცედურების რეცეპტი.