რჩევები

როგორ მოვიცილოთ სახიდან გამონაყარი: 4 ეფექტური მეთოდი სახლის პირობებში

როგორ მოვიცილოთ სახიდან გამონაყარი: 4 ეფექტური მეთოდი სახლის პირობებში
შენიშვნა: ძლიერი შემადგენლობის გამო ამ ნიღბის დატანა სახეზე რეკომენდებულია კონკრეტულად იმ ადგილებზე, სადაც ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, კომფორტულად გადასანაწილებლად კი გამოიყენეთ ყურის ჩხირები.
Appointments | Hot Rod Unit
  • თუკი გამონაყარი თქვენს სახეზე ყოველდღიურად ბრძოლის თემაა და ყველა მეთოდი გამოსცადეთ მის დასამარცხებლად, ჩაინიშნეთ ეფექტური საშუალება, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ დილით გაღვიძებისთანავე აუცილებლად ჩამოიბანეთ თბილი წყლით, წაისვით დამატენიანებელი საცხი ან ნიღაბი: ერთნაირი თანაფარდობით აიღეთ ალოეს წვენი და კიტრის წვენი, დაუმატეთ 25-30 წვეთი ჩაის ხის ზეთი. ამ ნიღაბს კანის იდეალურად დატენიანების უნარი შესწევს.

Skin Care Girl Sticker for iOS & Android | GIPHY

გამონაყარის საწინააღმდეგო ნიღბები

  1. ერთმანეთში შეურიეთ არაძვირად ღირებული კბილის პასტა (არა გელი) და ნახევარი ჩაის კოვზი ჩაის ხის ზეთი.
  2. კოსმეტიკურ ან ბავშვის ტალკს (შესაძლებელია, იყოს ბალახებით) დაუმატეთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი (სტანდარტული კაფსულა), კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით გამონაყარზე.
  3. 100 მლ 3%-იან წყალბადის ზეჟანგს შეურიეთ 10 მლ ჩაის ხის ზეთი (ასევე სტანდარტული კაფსულა), კარგად აურიეთ და წაისვით გამონაყარზე.
  4. თუთიის პასტაში (და არა კრემში) შეურიეთ კალენდულას სპირტის ნაყენი და ურიეთ თხელი საცხის კონსისტენციის მიღებამდე.
Acne
რჩევა: იმისათვის, რომ ერთი-ორი გამონაყარი მთელ სახეზე არ გავრცელდეს, დაივიწყეთ უხეში პირსახოცები, მით უმეტეს, ისინი, რომლებსაც მთელი ოჯახი იყენებს. პირის გასამშრალებლად გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცები. ასევე, ხშირად ცვალეთ ბალიშის პირი და სხვა თეთრეული, მათ შორის, ღამის პერანგები და საღამურები. განსაკუთრებით მაშინ, თუ სხეულის კანიც მიდრეკილია გამონაყარისკენ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93