დაბერების პროცესი გენეტიკასა და თავის მოვლაზეა დამოკიდებული, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გოგონებს გვაქვს ყოველდღიურად ისეთი ჩვეულებები, რაც ნაადრევად დაბერებას უწყობს ხელს.
„კუდი“ ვარცხნილობა და სველი თმის დავარცხნა
- მჭიდროდ შეკრული თმა ცვენას იწვევს, რასაც გამელოტება მოჰყვება. არ შეიძლება სველი თმის დავარცხნა, ვინაიდან ბოლოჭამიების გაჩენას შეუწყობთ ხელს.
ფეხის ფეხზე გადადება
- ფეხის ფეხზე გადადება ვენების დაავადებას იწვევს. თუმცა გახსოვდეთ, რომ დილაობით მსუბუქი ძუნძული ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და სასარგებლოა.
მზისგან დამცავ საცხს მხოლოდ სახეზე ისვამთ
- იცით, რომ ქალის ასაკს მისი ხელები გასცემს? წაისვით მზისგან დამცავი საცხი ხელებზე მთელი წლის განმავლობაში.
წარბებს მაკიაჟამდე იკეთებთ
- წარბები უნდა გაიკეთოთ საღამოს, სახის დაბანის შემდეგ. ასე აიცილებთ ბაქტერიების გამრავლებას და სიწითლის დაფარვაც აღარ მოგიწევთ კონსილერით.
თმას მაქსიმალურ სიჩქარეზე იშრობთ
- ეს მეთოდი თმას გაგინადგურებთ. თმის საშრობი უნდა გეჭიროთ 15 სმ-ის დაშორებით. დაარეგულირეთ ტემპერატურაც.
თვალის მიმიკები
- ამ დროს ტრავმირდება წამწამები და შედეგად ცვენას იწყებს. თვალის გარშემო კანი იჭიმება და ნაოჭებით იფარება. თუ სახის კანს გამუდმებით ისრესთ, იცოდეთ, რომ კანი იჭიმება და შედეგად ნაოჭები გაგიჩნდებათ.
გახსოვთ წარსული წყენა
- თუ ვერ ივიწყებთ წარსულის წყენას, ორგანიზმში სტრესის ჰორმონი გროვდება. ის იწვევს წონის, არტერიული წნევის, სისხლში შაქრის დონის მატებას. დაივიწყეთ უსიამოვნებები და შეეცადეთ, რაღაცებს მსუბუქად შეხედოთ.
ხშირად იყენებთ პუდრს
- თუკი ცხიმიანი კანი გაქვთ და სახის დასაფარად დღეში რამდენჯერმე იყენებთ, იცოდეთ, რომ ახალი პუდრის ფენით იფარავთ ცხიმით გაჟღენთილ პუდრის ქვედა ფენას, რასაც შედეგად ფორების დახშობა და კანის გაღიზიანება მოჰყვება.
მკვებავს დიდი რაოდენობით იყენებთ
- არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ საცხის სქელი ფენა. მის ქვეშ კანი ვეღარ სუნთქავს. ზედმეტი საცხი ხელსახოცით მოიშორეთ.
ზედმეტი ნივთები დაგაქვთ ჩანთით
- თან ატარეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები, რათა სიმძიმემ ხერხემალზე არ იქონიოს დატვირთვა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>