ტელესახე თიკა ფაცაცია "ინსტაგრამ სთორის" სახით ვიდეოს ავრცელებს და სახის სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელ პროცედურებზე საუბრობს. მისი თქმით, გამოცდილმა ქალბატონებმა ურჩიეს სხვადასხვა ინექციური თუ ბუნებრივთან მიახლოებული პროცედურები და სურს, რომ გამოცდილება მათ გამომწერებსაც გაუზიაროს. როგორც ცნობილია, თიკას თავად სურს სახის კანის გაუმჯობესება და სასურველ პროცედურას არჩევს.
"პლაზმოლიფტინგისა და ბიორევიტალიზაციის გაკეთება არ შეიძლება როცა გაქვთ რამე ქრონიკული დაავადება, მაგალითან კვანძი ან რამე წანაზარდი. ამ ინქეციური პროცედურების შემდეგ ხდება მისი სტიმულირება, ანუ ზომაში ზრდა. ძალიან სამწუხაროა, რომ კოსმეტოლოგები არ გვეკითხებიან გვაქვს თუ არა რამე მიმდინარე პრობლემა ჯანმრთელობით კუთხით", - ამბობს თიკა.
მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზის გამო არ მიმართავს აღნიშნულ ინექციურ პროცედურებს.
"თქვენც უნდა იცოდეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდეგ გაიკეთოთ სხვადასხვა ინექციები", - აცხადებს ტელესახე.
"აბლაცია, რომელიც არის სახის კანის აქერცვლა, ამას უფრო განვიხილავდი საკუთარი თავისთვის. ეს რჩება ჩემი ინტერესის ნაწილად. ასევე ულთერაპიას გაუწიეს რეკომენდაცია და შესაბამისად, ესეც მაინტერესებს. ყველაზე მეტი ხმა კი დააგროვა სახის მასაჟმა, კერძოდ კი ბუკალურმა მასაჟმა, რომელიც აუცილებლად მინდა რომ გამოვცადო", - ამბობს თიკა.
მისივე თქმით, მასაჟი აუცილებელია, რომ ჩვევაში ჰქონდეს ყველა ქალბატონს, რადგან ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, რაც დაბაერების პროცესს აფერხებს.
"მიყვარს ყველაფერი რაც არის ბუნებრივთან ახლოს, ამიტომ არ მიყვარს ფილერი. ის ცვლის სახეს, რაღაცნაირად აფუებს მას და ამიტომ არ მინდა ეს ჩემთვის. მასაჟი და ულთერაპია დავიტოვე ჩემთვის სასურველ პროცედურებად და გიზიარებთ თქვენც. მადლობა რჩევებისთვის" ,- ამბობს თიკა ფაცაცია ვიდეოს დასასრულს.
ასევე დაგაინტერესებთ:
"აღარ მომწონს ჩემი თავი, გარეგნობა, აღარც ცხვირი, ტუჩი, თვალი და წარბი" - რისი მსხვერპლი გახდა თიკა ფაცაცია?