რჩევები

რამდენად მისაღებია ალკოჰოლის შემცველობა კანის მოვლის პროდუქტებში

რამდენად მისაღებია ალკოჰოლის შემცველობა კანის მოვლის პროდუქტებში
ალკოჰოლს შეუძლია კანში სხვადასხვა პროდუქციის შეღწევის პროცესის დაჩქარება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ინგრედიენტს შეუძლია სიწითლე და კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
კანი, რომელიც მშრალი და გამოფიტული გვეჩვენება ტონერის შემდეგ, დამატენიანებელი საცხის გამოყენების ან სახის დაბანის შემდგომ, თითქოს მცდარ სარეკლამო კამპანიაში მოხვდით. კანის მოვლის მიზანი მისი გაუმჯობესებაა. ხშირ შემთხვევაში ალკოჰოლი პოპულარული პროდუქტების შემცველობაში კანის ბარიერს აზიანებს. ამის გამომწვევი მიზეზი კი არა ჩვეულებრივი ალკოჰოლი, არამედ ცუდი სპირტია, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება.
Image result for skin care vogue

რას ნიშნავს კარგი სპირტი?

  • მანამ, სანამ ავირჩევთ ცუდ სპირტს, გავერკვეთ,
    როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან კარგი და ცუდი. „ცხიმიანი სპირტი, რომელიც ქოქოსის ან პალმის ზეთისგან მიიღება, ზოგჯერ გამოიყენება ბლანტი სითხის მისაღებად და შესაძლოა მკვებავი ეფექტით გამოირჩეოდეს კანისთვის“ - აღნიშნავს მარია ზამანი, მედიცინის დოქტორი. „ეთანოლი კარგი შემღწევია ადგილობრივად გამოყენების შემთხვევაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი გამოყენება შეიძლება ტრანსდერმალური კანისთვის განკუთვნილი ინგრედიენტების შეღწევადობის გაზრდისთვის“. მათ თავიანთი დასახელებები გააჩნიათ: ცეტილი (პროდუქტის გასაბლანტი), სტეარილი (დამარბილებელი საშუალება, კანში ტენიანობის შემნარჩუნებელი) და პროპილენჰლიკოლი (დამატენიანებელი, კანისკენ წყლის მომზიდავი). ცნობილი კოსმეტოლოგი რენე რულო განმარტავს, რომ A1 (რეთინოლი) და E სინამდვილეში სპირტია, რომელიც მთელი კანის ზედაპირისთვის საკმაოდ სასარგებლოა.

Image result for skin care vogue

რამდენად უსაფრთხოა კანის მოვლაში ალკოჰოლის გამოყენება?

  • ზოგიერთი სპირტი უსაფრთხოა, ზოგიერთი - არა. რულო განმარტავს, რომ SD სპირტი 40, დენატურირებული სპირტი, ეთანოლი და იზოპროპილური სპირტი გაუტკივარების ეფექტს იქონიებს კანზე და ხშირად გამოიყენება ტონიკებსა და დამატენიანებელ საცხებში. მაშ, რატომ იყენებენ ბრენდები კანის მოვლის საშუალებებში სპირტს?
  • როგორც რულო განმარტავს, "იმ კატეგორიის გოგონებზე, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, ერთგვარად აიმედებს სპირტის შემცველობის მქონე პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ კანის ნატურალურ ცხიმს აქრობს სპირტი, ამავდროულად აზიანებს კანის ბარიერს. დიდხნიანი გამოყენების შედეგად მათ შეუძლიათ ფორების გაფართოება და ცხიმიანობის მომატება. ამიტომ მოერიდეთ პროდუქტებს ნებისმიერი ალკოჰოლის შემცველობით იმ შემთხვევაში, თუკი ცხიმიანი ან აკნესკენ მიდრეკილი კანი გაქვთ“ - განმარტავს რულო. „ეთანოლს ტონიკებში შეუძლია მგრძნობიარე კანი გამოაშროს. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ, რაც უფრო მაღალია სპირტის შემცველობა ინგრედიენტებში, მით უფრო ძლიერად დააზიანებს კანს.“

Image result for skin care vogue

უნდა მოვერიდოთ თუ არა ალკოჰოლის შემცველობას თავის მოვლის საშუალებებში?

  • ზოგჯერ ცუდი სპირტი სულაც არ არის საშიში: „ისინი გამოიყენეთ მხოლოდ წერტილოვანი დამუშავებისას. მისი მიზანი ინფექციის გამოშრობაა, ალკოჰოლს ეს ნამდვილად ეხერხება, ანუ გამოიყენეთ მხოლოდ ყურის ჩხირით კონკრეტულ პრობლემურ წერტილზე“ - აღნიშნავს რულო. მას აქტიურად იყენებენ დერმატოლოგები პილინგის დროსაც, რაც უქმნის მომხმარებელს იმის შთაბეჭდილებას, რომ ზედაპირზე არსებული მკვდარი უჯრედები გაქრა. პასუხად უნდა ამოვიღოთ თუ არა ყველა ალკოჰოლი კანის მოვლის პროდუქტებიდან, ჟიზელ ანსონი, FixMD-ის თანაავტორი, მედიცინის დოქტორი განმარტავს, რომ „თუკი ყველა ინგრედიენტს ამოიღებთ, რომლებიც ალკოჰოლს შეიცავს, გამოტოვებთ კანისთვის სასარგებლო საშუალებებს, რომელთა შორის ცხიმიანი სპირტებიც იგულისხმება“.

Image result for skin care vogue

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ცხიმიანი სპირტები ნამდვილად სასარგებლოა კანის მოვლისთვის, ეხმარება ტენიანობის შენარჩუნებაში, ხოლო ჩვეულებრივი სპირტი ძირითადად აშრობს კანის ზედაპირს. თუკი თავიდან გინდათ აირიდოთ როზაცეა და კანზე უკუჩვენებები, აუცილებლად გაეცანით ეტიკეტზე არსებულ შემცველობას.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93