რჩევები

პროდუქტები, რომლებიც ცხიმის წვას უწყობს ხელს

პროდუქტები, რომლებიც ცხიმის წვას უწყობს ხელს
არსებობს პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმის მიერ ცხიმის წვას აძლიერებს და გახდომის პროცესი უფრო ეფექტურად მიმდინარეობს.

ასეთია, მაგალითად, ანანასი. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, - ანანასის გული. ანანასი საუკეთესო პარტნიორად ითვლება რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დაკლების საქმეში. მაგრამ ბრომელაინი, რომელსაც "ცხიმების მჭამელი ენზიმის" სახელითაც მოიხსენიებენ, გემრიელი ნაყოფში კი არა, მის გულშია თავმოყრილი, რომელსაც მირთმევის დროს ვაჭრით, რადგან მაგარი და მომწაროა. ბრომელაინი შლის ცელულიტის ქსოვილებს და ზედმეტ ცხიმს გამოდევნის, რაც ორგანიზმის დეტოქსიკაციას უწყობს ხელს.

დარიჩინი, დიეტური თვალსაზრისით, არც ისე
ცნობილია. არადა, ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. ის სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. შესაბამისად, ეს შაქარი აღარ ჩაილექება ორგანიზმში ცხიმის სახით. თანაც, დარიჩინით ადვილად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ შაქარი ჩაიში, ყავასა და იოგურტში/მაწონში, რაც კიდევ უფრო ამცირებს შაქრის მოხმარებას.

რაც უნდა გაგვიკვირდეს, ამ სიაში ბადრიჯანიც მოხვდა. ის დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ორგანიზმს ცხიმის გადამუშავებას უადვილებს. როდესაც ბადრიჯნის გასახდომ თვისებებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, არც ნიგვზიან ბადრიჯანს ვგულისხმობთ და არც ტაფაზე ბლომად ზეთში შემწვარს. თუ გვსურს, რომ მისი სიკეთით ბოლომდე ვისარგებლოთ, ბადრიჯანი უცხიმოდ უნდა მოვამზადოთ გრილზე ან ღუმელში, შემდეგ მცირეოდენი ზეითუნის ზეთით შევაზავოთ, სხვადასხვა მწვანილეულთან ერთად. ასე უფრო ჯანსაღიცაა და გემოც შესანიშნავი რჩება.
ცილოვანი პროდუქტები კუნთებისთვის აუცილებელია და უჯრედების განახლებას უწყობს ხელს, თანაც არ ასუქებს. მჭლე ხორცი, თევზი, ქათმის ფილე, რძის პროდუქტი შეუცვლელია დიეტის დროს.

მწვანე ბოსტნეული, ტკბილი წიწაკა, ნიახურის ღერო, ბროკოლი, სალათი, კომბოსტო ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ცხიმების წვასაც უწყობს ხელს. მათი მიღება აუცილებელია, რათა ორგანიზმს ვიტამინები მივაწოდოთ, მავნე ნივთიერებები გამოვდევნოთ და ფორმაც შევინარჩუნოთ.

მწვანე ჩაი და ყავაც არ უნდა დაგვავიწყდეს. მათში შემავალი კოფეინი ცხიმების დაწვის ცნობილი საშუალებაა. შაქრისა და რძის გარეშე ორივე სასმელი 0 კალორიას შეიცავს. მაგრამ ნუ გადავაჭარბებთ - დიდი დოზით მათი მიღება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ცუდად აისახება. დღეში სამი ჭიქის მიღება სრულიად საკმარისია.
მწვანე ჩაი, მასში შემავალი თეინის დახმარებით, მეტაბოლიზმს ააქტიურებს, ტანინის დახმარებით კი ცხიმის გამოდევნას უწყობს ხელს.

შვრიის ქატო, დღესდღეობით, ალბათ, ყველაზე პოპულარული საშუალებაა. მასში შემავალი დიდი რაოდენობით უჯრედისი ცხიმის ნამდვილი მტერია. მისი მიღებისას ორგანიზმი სწრაფად გრძნობს დანაყრებას, უმჯობესდება კუჭ-ნაწლავის მოქმედება. მისი დიდი დოზით მიღება არ ღირს - 1 სუფრის კოვზი კვების დროს იდეალური რაოდენობაა.

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93