რჩევები

სილამაზის ხრიკები - რატომ უნდა შეიძინოთ აბრეშუმის ბალიშის პირი და ძილის ნიღაბი

სილამაზის ხრიკები - რატომ უნდა შეიძინოთ აბრეშუმის ბალიშის პირი და ძილის ნიღაბი
ამ ბოლო დროს სილამაზის სამყაროში ჯადოსნურმა ქსოვილმა აბრეშუმმა შემოაღწია, რომელიც ასობით დადებითი თვისების გარდა, რბილი, სასიამოვნო და ქალურია. სილამაზის ექსპერტები გვირჩევენ, რომ დღესვე გამოვცვალოთ ჩვეულებრივი ბალიშის პირი და ღამე აბრეშუმის ბალიშის პირზე დავიძინოთ; ასევე დღესვე გამოვცვალოთ ჩვენი ძილის ნიღაბი და ისიც აბრეშუმით ჩავანაცვლოთ.

მიზეზები, თუ რატომ უნდა შეიძინოთ აბრეშუმის ბალიშის პირი და ძილის ნიღაბი


ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას



ჩვეულებრივი ბალიშის პირისგან განსხვავებით, აბრეშუმი ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას და უკვე წარმოქმნილ ნაოჭებს გამრავლებაში უშლის ხელს.

ქალბატონებისთვის ნაოჭებთან ბრძოლა
ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, აბრეშუმის რბილი, ნაზი კონსისტენციით კი ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება.

სირბილეს უნარჩუნებს თმას

ალბათ, გქონიათ შემთხვევა, წინა ღამეს დაბანილი თმა დილით უხეში რომ გხვდებათ. ეს თქვენი ბალიშის პირის ბრალია. გამოცვალეთ ის, ჩაანაცვლეთ აბრეშუმით და ნახავთ, რომ საოცარი შედეგი გექნებათ.

თმა სირბილეს აღარასდროს დაკარგავს და ისე დაგხვდებათ, როგორც დატოვებთ.

ტენიანობას უნარჩუნებს თმას



აბრეშუმს კიდევ ერთი საოცარი თვისება აქვს: ახალდაბანილ თმას მასში დარჩენილ ტენიანობას უნარჩუნებს და მეორე დაბანამდე არ აშრობს.

ჩვეულებრივი ბალიშის პირი ხახუნისას თმაზე არსებულ ტენს იწოვს და მეორე დილით თმა გამომშრალი და უსიცოცხლოა.

აბრეშუმი საუკეთესო საშუალებაა აკნეს მკურნალობისთვის



ვინ თქვა, რომ მარტო თმას უხდება აბრეშუმის ბალიშის პირი? ის ყველაფერს უხდება, განსაკუთრებით კი, აკნეს.

აბრეშუმი ამშვიდებს სახის კანს, არ აღიზიანებს ფორებს და ხელს უწყობს გამონაყარის სწრაფად მოშუშებას.

რაც შეეხება აბრეშუმის ძილის ნიღაბს:

ტენიანობას უნარჩუნებს კანს



ბალიშის პირის მსგავსად, ძილის ნიღაბი დამატენიანებელს არ იწოვს; პირიქით, ეხმარება კანს, უკეთ შეაღწიოს მასში და ტენიანობა მთელი ღამით უცვლელად შეინარჩუნოს.

ამშვიდებს თვალის ირგვლივ კანს



მოგეხსენებათ, რომ ადამიანს თვალის გარშემო ყველაზე ნაზი კანი აქვს. აბრეშუმის ძილის ნიღაბი თვალს გაღიზიანებისგან იცავს, ამშვიდებს გამოუძინებელ კანს და უნარჩუნებს ტენიანობას.

წყარო: www.goodhousekeeping.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ქეთი
სად შევიძინო?
11:16 / 04-03-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93