ცვალებადი ტემპერატურის ზემოქმედება ბევრ გოგონას აწუხებს, რაც მათ კანზე ცუდად აისახება, მაგრამ მაგრამ თმა ხშირად ავიწყდებათ. თმას მხარდაჭერა და დაცვა ასევე სჭირდება.
ამ სტატიაში მოგიყვებით, თმის რომელი მკვებავი ნიღაბი დაგეხმარებათ ძალიან მშრალი და გაყოფილი ბოლოების გაჯანსაღებაში.
გამაჯანსაღებელი ნიღაბი, რომელიც ზამთრისგან გამოფიტულ თმას სჭირდება
„ბუნებრივად, მე მაქვს თხელი, იშვიათი ტიპის თმა, რომელიც ნელა იზრდება და დიდ ყურადღებას მოითხოვს.
შესაბამისად, ბევრი პროდუქტი მაქვს მოსინჯული.
უკვე დარწმუნებული ვარ, რომ შეძენილი ნიღბები და კონდიციონერები არ ასრულებენ თავიანთ დანაპირებს, რომელიც მათ შეფუთვაზეა დატანილი.
დამღალა ერთი და იგივე სიტუაციამ და ხელით მომზადებულ ნიღბებს დავუბრუნდი, რომელთა ეფექტიც ნამდვილად შესამჩნევია.
ჩემი საყვარელი თმის ნიღაბი სხვადასხვა ზეთებისაგან შედგება.
ისინი კვებავს კანს და თმას ბევრად უკეთესად, ვიდრე ბევრი მზა ნიღაბი.
გარდა ამისა, ამ ნიღბის შემადგენლობა 100% ბუნებრივია და თქვენ ყოველთვის იცით, რას ისვამთ თავზე.
- თანაბარი პროპორციით ვიღებ აბუსალათინის ზეთს, ზეითუნის ზეთს და ქოქოსის ზეთს. შემდეგ ვამატებ რამდენიმე წვეთ ვიტამინს (A და E ).
- ყოველივე ამის შეძენა შესაძლებელია აფთიაქში და მაღაზიაში.
- საჭიროა, რომ ეს ზეთები შეურიოთ და ოდნავ შეათბოთ წყლის აბაზანაში, ან მიკროტალღურ ღუმელში. სპეციალური ფუნჯის საშუალებით უკეთესად ნაწილდება.
ნიღაბი ჯერ თმის ძირებს უნდა შეეხოს, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძირები გავაჯანსაღოთ.
მეტი ეფექტისთვის, შეგიძლიათ თმაზე რამე შემოიხვიოთ, თუნდაც ქუდი, რომელსაც ბანაობის დროს იყენებთ.
ნიღაბს ვინახავთ დაახლოებით 30-60 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი საფუძვლიანად დავიბანოთ თავი შამპუნით (მე საპნით ჩამობანას ვამჯობინებ).
მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნიღაბი ძალიან ხშირად არ უნდა გამოიყენოთ.
მისი გამოყენება დაახლოებით 2 კვირაში ერთხელ, საკმარისი იქნება.
მსგავსი ზეთების ხშირად გამოყენებამ შეიძლება ფორებზე უარყოფითად იმოქმედოს და თმა გაგიცხიმიანოთ.
მე ასევე გირჩევთ, რომ ამ ნიღაბს ეთერზეთები დაამატოთ. მე მომწონს ლავანდა და ლიმონი: ცხიმიან სკალპს ეხმარება და ქერტლსაც აშორებს.
ამ ნიღბების რამდენიმე თვის მანძილზე გამოყენების შემდეგ, მე შევნიშნე ცვლილება და უკეთესობა. და არა მარტო მე, არამედ ჩემმა სტილისტმაც!
თმა მართლაც უფრო მბზინავი და ჯანსაღი გახდა, ბოლოები კი არც ისე სწრაფად გაიყო.
ყველაზე დიდი სიხარული ის არის, რომ ახალმა თმებმა დაიწყეს ამოსვლა და თან დიდი რაოდენობით.
ალბათ მცირე დროით შევისვენებ და შემდეგ კურსს გავიმეორებ.
- ასევე, შეგიძლიათ სცადოთ კვერცხის ნიღაბი A და E ვიტამინებით: ჩემმა მეგობარმა თქვა, რომ მისი ეფექტიც ძალიან კარგია.
- ეს მკვებავი ნიღბები იდეალური თერაპიაა ცივი ზამთრის შემდეგ. გირჩევთ, სცადოთ.
ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გაითვალისწინოთ: შედეგი არ იქნება დაუყოვნებლივ, ერთხელ გამოყენების შემდეგ. რამდენიმე თვიანი რეგულარული გამოყენების შემდეგ კი ეფექტი შესამჩნევი იქნება.“