ნახეთ, რატომ უნდა გამოიყენოთ სახის მასაჟორი გუაშა
გუაშა ახალი ჯადოსნური მასაჟორია, რომელიც ჭიმავს კანს, გამოიყენება ყბის კონტურზე და ამცირებს ღაბაბის ზომას; ასევე, ერთფეროვან და ახალგაზრდულ იერს ანიჭებს კანს.

გუაშა ასრულებს პილინგის ეფექტს და მისი გამოყენებიდან ორ კვირაში თქვენი კანი დაიწყებს გადაჭიმვას, გაჯანსაღებასა და გაახალგაზრდავებას.

გუაშა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და უკეთ გამოკვეთს ყბის კონტურს, რაც ქალბატონების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
ახალი ჯადოსნური მასაჟორის გამოყენება ყოველდღე, დღეში ორჯერ არის რეკომენდებული. უმჯობესია, გუაშა დამზადებული იყოს კვარცისგან, რადგან კვარცის სხვა დადებითი თვისებები სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ და ხახუნის დროს არ გაგიღიზიანებთ კანს.

თუ თქვენ აკნე, მცირე გამონაყარი ან კანის სიწითლე გაწუხებთ, გუაშას გამოყენება კვლავ შეგიძლიათ, რადგან კვარცი ამშვიდებს კანს და დადებითად იმოქმედებს გამონაყარზე.
გამოყენებამდე აუცილებელია გაწმინდოთ მასაჟორი და 5-10 წუთის განმავლობაში დაიმასაჟოთ სახე.
იხილეთ გუაშას გამოყენების ინსტრუქცია:

წყარო: skinspanewyork.com