რჩევები

როგორ დავიბანოთ თმა სწორად: 12 რჩევა ექიმისგან

როგორ დავიბანოთ თმა სწორად: 12 რჩევა ექიმისგან
ბევრი ჩვენგანი არასწორად აკეთებს ამ მარტივ და ნაცნობ პროცედურას.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რა არის, თმის სწორად დაბანის „ალგორითმი“ და რა ნიუანსებია გასათვალისწინებელი ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.
დაინტერესებულხართ, რა რაოდენობის შამპუნი უნდა გამოიყენოთ ერთ დაბანაზე? რამდენჯერ უნდა დაიბანოთ თმა? დააზარალებს პროდუქტები თქვენს თმას? ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ექიმი, რომელმაც რამდენიმე მითი გაანადგურა და ამბობს, როგორ უნდა მოუაროთ თმას სწორად.


ნუ გაიმეტებთ თმას გაჭუჭყიანებისთვის

თავი უნდა დაიბანოთ, რადგან კანი ჭუჭყს იკრავს. სხვადასხვა ქვეყნის ექიმების მიერ ჩატარებული კვლევების
თანახმად, სკალპს და თმას, თმის ძირში დაგროვილი მინარევები ყველაზე მეტად აფუჭებს. სიგარეტის კვამლი, მტვერი, ჭუჭყი ქმნის ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც კანს სუნთქვის საშუალებას უზღუდავს. თმის ძირები სასარგებლო ნივთიერებებს ვეღარ იღებენ- ეს ყველაფერი კი ხელს უშლის კანის სიჯანსაღეს და თმის ზრდას აფერხებს.

არ შეგეშინდეთ შამპუნების

შამპუნები, რომლებზეც მითითებულია, რომ მათი გამოყენება ყოველდღეა ნებადართული, მაქსიმალურად ნეიტრალური, დელიკატური, ჰიპოალერგიული და არააგრესიულია. შესაბამისად, მათი გამოყენება ყოველდღიურად, ნამდვილად შესაძლებელია. ყურადღება მიაქციეთ სულფატიან შამპუნებს.

დააკვირდით თმის დაბანის სიხშირეს

შამპუნის გამოყენების სიხშირე ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, თმის ტიპისა და წყლის ტემპერატურის გათვალისწინებით. თუ ცხიმიანი ტიპის თმა გაქვთ, 3-4 დღიანი შესვენების დროს ცხმები დაგროვებას იწყებს, რამაც შეიძლება ხელი მცირედი ანთების წარმოქმნას შეუწყოს.

სწორად წაისვით შამპუნი

შამპუნის რაოდენობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე. არ არის რეკომენდებული პროდუქტის პირდაპირ თავზე დასხმა. თუნდაც იმიტომ, რომ, ასე რთული იქნება მისი რაოდენობის კონტროლი. ჯერ უნდა წაისვათ შამპუნი თმაზე, ან გააზავოთ ცოტა წყალში და შემდეგ თმის მეშვეობითვე გაინაწილოთ.



შამპუნის სწორი ალგორითმი

სანამ თმის დაბანას დაიწყებთ, საჭიროა თმის სავარცხელი, რათა კარგად დაიბანოთ. თქვენ უნდა დაიბანოთ თმა ე.წ. პირობითი ხაზების გასწვრივ და შემდეგ მიხვიდეთ თავის უკანა ნაწილთან. მოძრაობები უნდა იყოს მასაჟის მსგავსი და უნდა შესრულდეს თითების ბალიშებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ფრჩხილებით, ისე, რომ არ მოხდეს კანის დაზიანება. თმის დაბანის დროს რეკომენდებულია მასაჟის გაკეთება რამდენიმე წუთის განმავლობაში, ეს კარგია თმის ძირებისთვის.

რამდენი შამპუნი უნდა წაისვათ

ყველაფერი დამოკიდებულია თმის დაბანის სიხშირეზე და გამოყენებულ პროდუქტზე. თუ თქვენ ყოველდღე უნდა დაიბანოთ თმა, მაშინ „ორმაგი დაბანა“ არ არის საჭირო. მათთვის, ვინც კვირაში 2-ჯერ იბანს თმას, უმჯობესია ორჯერ წაისვას შამპუნი. მეორედ რეკომენდებულია შამპუნის ოდენობის განახევრება.

წყლის ტემპერატურა

ბევრი სერიოზულ შეცდომას უშვებს და თმას ზედმეტად ცხელი წყლით იბანს, რაც თმას ანადგურებს და ცხიმოვან ჯირკვლებს ააქტიურებს. წყლის ოპტიმალური ტემპერატურა თმის დასაბანად არის 40-50 გრადუსი. სწორედ ეს ტემპერატურული რეჟიმი უწყობს ხელს ცხიმის კარგად დაშლას, ჭუჭყის მარტივად მოცილებას და ასევე სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

დაასრულეთ თმის დაბანა ცივი წყლით

მიზანშეწონილია დაასრულოთ პროცედურა გრილი ან ცივი შხაპით, რაც ასტიმულირებს სკალპისთვის სისხლის მიწოდებას და თმას ბრწყინვალებას მატებს.



შამპუნის შემდეგ ნიღბის გამოყენება

ნიღბების გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია თმის მდგომარეობაზე და სასურველ ეფექტზე, ასევე საკვების შემადგენლობაზე. თუ თმა ძალიან არის დაზიანებული და დამატებით მოვლას საჭიროებს, წაისვით ნიღაბი ყოველ მეორე დღეს. 8-10 მცდელობის შემდეგ, შედეგი უკვე აშკარაა.
თუ პროფილაქტიკური მიზნით აპირებთ, რომ თმაზე ნიღაბი წაისვათ, მაშინ ეს კვირაში ერთხელ, ან ორჯერ უნდა გააკეთოთ, რაც ოპტიმალურადაა მიჩნეული.

ნუ დაივიწყებთ ბალზამის შესახებ

ბალზამი თმაზე შამპუნის შემდეგ უნდა წაისვათ. ბალზამი მხოლოდ თმის pH დონეს კი არ არეგულირებს, არამედ მას ბზინვარებასაც ანიჭებს, აბრეშუმის მსგავსს ხდის. რადგან, ადვილად ამრეკლავ ელემენტებს შეიცავს.

რა უნდა გააკეთოთ, როდესაც თმა უკვე დაიბანეთ

თმის ტიპის მიხედვით, საჭირო ხდება დამცავი სპრეის, ან სხვა საშუალების გამოყენება.
ეტიკეტის მითითებების შესაბამისად, წაისვით წვეთოვანი ზეთი მშრალ ან ნესტიან თმაზე, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ის ამ უკანასკნელზე. გამოიყენეთ ძალიან ცოტა ზეთი, რომ თმა ცხიმიანი, ან სველი არ იყოს.
უნდა იცოდეთ, რომ ეთერზეთების მოქმედება დაზიანებულ თმაზე უფრო ეფექტურია, როდესაც ის სველია.

ყოველთვის გამოიყენეთ თერმული დაცვა

რაც შეეხება თერმულ დამცავ საშუალებებს, მაშინ უნდა იყოს გამოყენებული, თუ აუცილებლობა მოითხოვს. თმა დაუცველია ტემპერატურისგან, რადგან შედგება მყარი ცილის კერატინისგან. ცხელი ორთქლის გამოყოფის დროს, განსაკუთრებით ნესტიან თმაზე, ცხიმი იშლება. თმა იყოფა და მტვრევადი ხდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თერმული სპრეის შემადგენლობა, როგორც წესი, შეიცავს ბუნებრივ ცილებს, E და B5 ვიტამინებს, აგრეთვე სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს. ამ კომპონენტების წყალობით, თმა იძენს დამატებით მოცულობას, რაც თმის ვარცხნილობას კიდევ უფრო თვალწარმტაცს ხდის.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93