რჩევები

ქეთი ხატიაშვილის 3 რჩევა კვირის ენერგიულად დასაწყებად

ქეთი ხატიაშვილის 3 რჩევა კვირის ენერგიულად დასაწყებად
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. 101 ათას გამომწერს ის ყოველდღიურად უზიარებს ფოტოებსა თუ ვიდეოებს გადაღებებიდან. ასევე, მოუწოდებს მათ, დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ხშირად ასწავლის კიდეც, როგორ ივარჯიშონ სწორად. ამჯერად, ქეთი გელშემატკივრებს იმ TOP 3 რჩევას უზიარებს, რომლებიც, მისი აზრით, ენერგიული და წარმატებული კვირის საწინდარია:

  1. 1. „ვიწყებთ დილას 1 ჭიქა ცივი წლით;
  2. დადებითი მუსიკა დილიდან გადასარევი საშუალებაა გამოსაფხიზლებლად;
  3. 5-6 წუთი ცეკვა ან ვარჯიშის მოძრაობები სხეულის გამოსაფხიზლებლად“ - წერს ტანმოვარჯიშე საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე".




ქეთი
ხატიაშვილი ფართო საზოგადოებამ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო და მალევე დაიმსახურა საზოგადოების სიყვარული. აქტიური სპორტისთვის თავის დანებების შემდეგ მან ტანვარჯიშის აკადემია გახსნა და სხვა პროფესიონალებთან ერთად დღემდე ამ საქმიანობაშია ჩართული. ქეთი ხატიაშვილი, გარდა საკუთარი კარიერისა, ყურადღების ცენტრში ცნობილ მორაგბესა და, ახლა უკვე „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით კაჭარავასთან ურთიერთობითაც არაერთხელ მოექცა.

ასევე დაგაინტერესებთ:

"თვალს და გულს უხარია ასეთი ლამაზი წყვილის დანახვა" - ქეთი ხატიაშვილმა დავით კაჭარავასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93