რა თქმა უნდა, გექნებათ ინფორმაცია თქვენი კანის საფუძვლიანად გაწმენდის აუცილებლობის შესახებ, არ იძინებთ მაკიაჟის მოუშორებლად, მაგრამ...
ამ 5-მა შეცდომამ კანის გაწმენდისას შეიძლება ყველა ძალისხმევა წყალში ჩაგიყაროთ.
შეცდომა # 1: სახის დაძაბვა
მაკიაჟის მოცილების ან სახის უბრალოდ გაწმენდის დროს თვალებს და სახეს ძაბავთ:
გამწმენდ საშუალებას უხეშად, აგრესიულად იტარებთ ან თითები გიცახცახებთ, როცა კანს ეხებით.
ამ გზით, თქვენ უბრალოდ დაიზიანებთ კანსაც და წამწამებსაც. ნუ აჩქარდებით!
თუ მძიმე მაკიაჟს ატარებთ, გამოიყენეთ სპეციალური გამწმენდი საშუალება.
წყალგაუმტარი ტუში კი მოიშორეთ დასველებული ბამბის ნაწილით, მაგრამ ორივე თვალზე სხვადასხვა ბამბა გამოიყენეთ!
უმჯობესია 5-ჯერ გაიწმინდოთ კანი, მაგრამ ნაზად შეეხოთ, ვიდრე ერთხელ და ზიანი მიაყენოთ მას.
შეცდომა # 2: თქვენ იყენებთ 2-1-ში პროდუქციას
„მაკიაჟის მოცილება და კანის დატენიანება“, „მაკიაჟის დაუყოვნებელი მოცილებისთვის და ფორების გაწმენდისთვის" - მრავალი პროდუქტის სარეკლამო ლოზუნგი ისეთია,
რომ შეცდომაში შეჰყავხართ.
გახსოვდეთ, ნებისმიერი 2-1-ში პროდუქტი უფრო ცუდად „მუშაობს“, ვიდრე ორი ცალ-ცალკე დანიშნულების.
ასე რომ, თუ ნამდვილად გსურთ კანის მოვლა, გახსოვდეთ, რომ მაკიაჟის მოსაშორებელი ერთია, გამწმენდი - სხვა.
შეცდომა # 3: უგულებელყოფთ ტონიკს
„შეამზადეთ კანი კრემის წასმისთვის“ - ამ აღწერას ნახავთ ტონიკის შესახებ არსებულ ნებისმიერ ტექსტში.
ეს არ არის ცარიელი სიტყვები!
მაკიაჟის მოცილებისა და სახის დაბანის შემდეგ თქვენ კანის pH ბალანსი შეიძლება დაარღვიოთ. შესაბამისად, მისი ზედა ფენა მშრალი და დაუცველია.
მატონიზირებელი აღადგენს მჟავა-ტუტოვან ნორმალურ ბალანსს, ხსნის გამწმენდი საშუალებების ნარჩენებს, რომლებითაც დაიბანეთ სახე (არა, ამას ვერ მიაღწევთ საფუძვლიანად დაბანით) და შედეგად, ფორები უფრო სუფთავდება, ვიწროვდება და კრემიც უკეთესად იმუშავებს.
შეცდომა # 4: თქვენ კანს ზედმეტად აქერცვლას არ უშლით
ალბათ, ესეც ჩვენი ბრალია: ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად, სილამაზის ექსპერტები ამბობენ, რომ მხოლოდ აქერცვლას შეუძლია თქვენი კანის განახლება და ადრე დაბერების თავიდან აცილება. მართალია, მაგრამ ამ ყველაფერს ზომა გააჩნია.
თუ კვირაში 2-ჯერ იყენებთ პილინგებს და სკრაბებს (ეს ნორმაა ცხიმიანი კანისთვის და მშრალი კანისთვის ერთხელ გამოყენებაც საკმარისია), თქვენ მხოლოდ ეპიდერმისის ახალგაზრდა უჯრედებს აზიანებთ და გაახალგაზრდავების ეფექტის ნაცვლად საპირისპირო შედეგებს მიიღებთ.
შეცდომა # 5: თქვენ არ კითხულობთ ინგრედიენტების ჩამონათვალს
დარწმუნდით, რომ არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს: ალკოჰოლს, პარაბენს, სულფატებს. თუ ისინი ამ სიაშია - უარი თქვით მათ გამოყენებაზე. რაში გჭირდებათ დამატებითი რისკები?
წყარო: Cosmopolitan