რჩევები

ჩვევები, რომლებიც ხელების ნაადრევი დაბერებისგან დაგიცავთ - რჩევები ბებიებისგან

ჩვევები, რომლებიც ხელების ნაადრევი დაბერებისგან დაგიცავთ - რჩევები ბებიებისგან
არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურებით, ხელები ყოველთვის გათქვამს თქვენს ასაკს. ხელების დაბერებას უამრავი გარეგანი თუ შინაგანი ფატორი განაპირობებს, ამ პროცესის შესაჩერებლად კი არაერთი განსხვავებული მეთოდი არსებობს. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ბებიების თაობაში ქალები ხელების დასატენიანებლად, ელასტიკურობის შესანარჩუნებლად ბუნებრივი პროდუქტებისგან დამზადებულ საცხებს იყენებდნენ, თუმცა არსებობს სხვა მარტივი და ეფექტური გზებიც ხელების დაბერებისა და დანაოჭების თავიდან ასაცილებლად.


როგორ მოვუაროთ ხელებს
ჩვენი წინაპრები ხელების მოვლის ერთ უჩვეულო, ერთი შეხედვით, არასასიამოვნო, თუმცა გამოცდილ და ეფექტურ გზას მიმართავდნენ. დილით, როცა ოჯახთან
ერთად საუზმისთვის ემზადებოდნენ და სუფრას აწყობდნენ, მათი მთავარი ატრიბუტი კარაქი იყო. კარაქს ისინი არა მხოლოდ საჭმელად, არამედ კანის დასატენიანებლადაც იყენებდნენ. დარბილებულ ცხიმის პატარა ნაჭერს ხელებზე შეიზელდნენ, ზედმეტ ნაწილს ხელსახოცით მოიშორებდნენ. საუზმის შემდეგ კი, როცა კარაქი თავის ფუნქციას შეასრულებდა, ხელებს კარგად დაიბანდნენ. რთული დასაჯერებელია, თუმცა ეს რიტუალი ეხმარებოდა მათ ნაზი, რბილი და ერთგვაროვანი კანის შენარჩუნებაში მაშინაც კი, როცა ყოველდღიურად უწევდათ სამზარეულოში ფუსფუსი და ჭურჭლის რეცხვა.
როგორ დავიტენიანოთ ხელები
მცენარეულ ზეთებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თავის მოვლის ტრადიციულ საშუალებებში. მათ ხშირად ჭრილობების სწრაფად შესახორცებლად და სამკურნალოდაც იყენებენ.
იმისთვის, რომ კანი ხელებზე უფრო მკვრივი და ხავერდოვანი გახდეს, ნუშის, ჟოჟობასა და აბუსალათინის ზეთების გამოყენებაა რეკომენდებული. ისინი ხელს უწყობენ კანის გაახალგაზრდავებას, სწრაფ რეგენერაციას, ებრძვიან გაღიზიანებასა და ანთებით პროცესებს.
კიდევ ერთი მარტივი, თუმცა ეფექტური საშუალება ხელებზე კანის დასატენიანებლად ნატურალური თაფლია. გაათბეთ თაფლის საჭირო რაოდენობა, კარგად შეიზილეთ ხელებზე, გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ - სულ ესაა! თაფლთან ერთად ცვილის გამოყენება დაგეხმარებათ ცივ, სუსხიან დღეებში და დაგიცავთ კანის გამოშრობისგან.


სხვა ხალხური მეთოდები
მცენარეების გამოყენებას თავის მოვლისთვის დიდი ისტორია აქვს. ბევრი ქალი უარს ამბობს ბრენდულ საცხებზე და მათ ბუნებრივი საშუალებებით ანაცვლებს. ზოგიერთი მათგანი მართლაც ეფექტური მოქმედებით გამოირჩევა. მაგალითად, ცნობილია, რომ ალოეს ხშირად იყენებენ როგორც სახის, ისე ხელების დატენიანებისთვის. ამ მცენარეს შეუძლია ებრძოლოს ნაოჭებს და შეაჩეროს დაბერების პროცესი. კალენდულა ცნობილია ანტისეპტიკური თვისებებით - მისი გამოყენება ანთებითი პროცესების სამკურნალოდ შეგიძლიათ. A ვიტამინისა და კალიუმის წყალობით, ჭინჭარი კანის კარგი დამატენიანებელია. ოხრახუში კი ებრძვის ასაკობრივ ლაქებს და მისგან მომზადებული აბაზანის დამსახურებით თქვენი ხელები უფრო ნაზი და ერთგვაროვანი გახდება.
ამ მეთოდების გამოყენება დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ მუდმივად ახალგაზრდა კანი ხელებზე, ებრძოლოთ დაბერების პროცესსა და ნაოჭებს, თუმცა უმჯობესია, თითოეული პროდუქტის მოხმარებამდე, დარწმუნდეთ, რომ მის მიმართ ალერგიული რეაქცია არ გაქვთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93