ფსიქოლოგების შეხედულება ფერთა ძალაზე და თანამედროვე ტრენდებზე მაკიაჟში, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ.
„ფერი სახის ოვალის მსგავსად ემოციებს ცვლის“ - ეს ფრაზა ცნობილ მხატვარს პაბლო პიკასოს ეკუთვნის, რომელმაც თანამედროვე ფსიქოლოგების შეხედულებას გაუსწრო. ფერთა თერაპია ნამდვილად დიდ გავლენას იქონიებს განწყობასა და ქმედებებზე, ასევე მკურნალობის ერთ-ერთ ალტერნატიულ მეთოდად მიიჩნევა. ძველად ეგვიპტელები და ჩინელები სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებს იყენებდნენ ფერების მისაღებას, მათ მიაჩნდათ რომ წითელ ფერს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება შეეძლო, ცისფერს ტკივილის გაყუჩება, ყვითელს კი ორგანიზმის გაწმენდა.
მაკიაჟი ერთგვარი არტ-თერაპიაა, რომელშიც სხვადასხვა ფერის გამოყენება გვიწევს, რომელიმე ფერისადმი მიდრეკილება კი ჩვენს ემოციებსა და შეგრძნებებს განსაზღვრავს.

ლურჯი/ცისფერი
ითვლება, რომ ეს ფერთა გამა ინსპირაციისა და განტვირთვისთვის არის განსაზღვრული. ფერთა ფსიქოლოგიის თანახმად სტაბილურობას და საიმედოობას ნიშნავს, ხოლო მათ ვისაც უსაფრთხო იმიჯის შექმნა სურთ, სწორედ ამ ფერს იყენებენ თავიანთ მარკეტინგში. ამ ფერის აქტუალობაზე მაკიაჟში სწორედ Vivienne Westwood და Giambattista Valli-ს უკანასკნელი ჩვენებები მეტყველებს.
ვარდისფერი
უკვე რამდენიმე სეზონია არტ-მაკიაჟი ვარდისფერის გარეშე წარმოუდგენელია. ვიზაჟისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საყვარელ მონოქრომულ ჰაეროვან შეფერილობას იყენებენ, ხოლო ქრომოთერაპიაში ამ ფერს „ენერგიის უშრეტ წყაროს“ უწოდებენ, რომელიც მოდუნებაში გეხმარებათ. ასევე ყურადღება გაამახვილეთ ლავანდისფერზე - ეს პალიტრა საგაზაფხულო რომანტიკულ განწყობას აორმაგებს.
იხილეთ სრულად