თუ საღამოს მენიუს გადახედავთ, რომელსაც მიჰყვებით და ამავდროულად მას შეცვლით, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მეტაბოლიზმზე, ჰორმონებზე, შემდეგ წონაშიც უფრო სწრაფად დაიკლებთ!
ჩვენი სხეული საათობრივად მუშაობს: იცვლება მეტაბოლიზმის სიჩქარე, ჰორმონის გამომუშავება და მეტაბოლური პროცესები.
თუ საღამოს არასწორად მიირთმევთ საკვებს, ეს თქვენს მადაზე ახდენს გავლენას.
თქვენ შეგიძლიათ დააპროგრამოთ თავი ისე, რომ ბევრი რამის ჭამა გინდოდეთ, ან შეიტანოთ ცვლილებები და რაციონს მიხედოთ.
წონაში მომატების პროცესს აჩქარებს საკვები, რომელიც ასტიმულირებს სტრესის ჰორმონის- კორტიზოლის წარმოებას.
მისი აღმოფხვრით, თქვენ შესამჩნევად გაუადვილებთ საკუთარ თავს წონის დაკლებას!
შავი შოკოლადი
კოფეინი და ტეობრომინი- შავი შოკოლადი ორივე მათგანითაა გამდიდრებული. შედეგად, თქვენი მადა მატულობს, რადგან ისინი მადის გამაძლიერებლებია.
თუ შოკოლადის ნარკომანი ხართ, უყურეთ საათს: 18:00 საათის შემდეგ დაუშვებელია შოკოლადის მიღება.
თხის ყველი
ალბათ მოულოდნელია, მაგრამ ეს მეცნიერულადაა დადასტურებული: სპეციალური ცხიმები, რომლებიც თხის ყველშია, შიმშილის ცრუ გრძნობას წარმოშობს. შემდეგ კუჭში სიცარიელეს გრძნობთ, თუმცა, სინამდვილეში ფაქტია, რომ ჭამა არ გსურთ.
ცხარე სოუსები
ღამით, კუჭმა აუცილებლად უნდა დაისვენოს და ცხარე საკვები მას ამის საშუალებას არ აძლევს. გაღიზიანებული ლორწოვანი გარსი მოითხოვს აღდგენას და სხეული მოითხოვს ცხიმიან კონვერტორულ საკვებს, ან ტკბილეულს: ეს სწრაფად ჩააქრობს „ხანძარს“, მაგრამ წონის დაკლების თვალსაზრისით, ეს საუკეთესო გამოსავალი ნამდვილად არაა.
წითელი ღვინო
ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ერთი ჭიქა წითელი ღვინო კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ გააჩნია, ხართ თუ არა დიეტაზე. თუ ღვინოს ძილის წინ 2 საათით ადრე სვამთ, ან კიდევ უფრო ადრე, სხეულს, ანტიოქსიდანტების მუხტის მიღების შემდეგ ღრმა ძილი არ შეუძლია, ტვინი კი აქტიურია. ეს იწვევს ლატენტურ ძილის უკმარისობას, კორტიზოლის გამომუშავებას და მეორე დღეს ზედმეტი საჭმლის მიღებას.
ტკბილეული
ის ღამით ტკბილი ცდუნებაა, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა რთულია, მაგრამ აუცილებელია: ძილის წინ მიღებულ მსუბუქ მარტივი ნახშირწყლებს სხეული ცხიმებად გადაამუშავებს, რადგან მას ესმის, რომ ახლა ენერგია არ სჭირდება და ზამთრისთვის რეზერვის გამომუშავება ნაადრევი საქმიანობაა.
წყარო: Cosmopolitan