რჩევები

ჭამა დაბერების შესაჩერებლად: 10 პროდუქტი, რომელიც თქვენს კანს ახალგაზრდობას გაუხანგრძლივებს!

ჭამა დაბერების შესაჩერებლად: 10 პროდუქტი, რომელიც თქვენს კანს ახალგაზრდობას გაუხანგრძლივებს!
გამონათქვამი „შენ ის ხარ, რასაც მიირთმევ“ ახლა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. დიეტოლოგებმა დაასახელეს 10 უნიკალური პროდუქტი, რომლებიც ეხმარება კანს, უფრო დიდხანს გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად. ეს პროდუქტები ხელს უშლიან ნაოჭების და ასაკობრივი ლაქების წარმოქმნას!

ჭარხალი

რისი გაკეთება შეუძლია მას: ორგანიზმის გაწმენდა. ჭარხალს იდეალურ შთამნთქმელს უწოდებენ და მისი რეგულარული მოხმარება საკვებში- სწრაფად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე: გამონაყარი ქრება, სახის ფერი უმჯობესდება და კანის უჯრედები მეტ ჟანგბადს იღებენ.


ოხრახუში

რას აკეთებს ის: კანის გამაახალგაზრდავებელი პროდუქტი ასტიმულირებს გლუტათიონის წარმოებას, უნიკალური ნივთიერება,
რომელსაც ექიმები ფაქტობრივად ყველა ანტიოქსიდანტის დედას უწოდებენ. ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, ადამიანების 30%-ს აკლია გლუტათიონის აქტივობა.


გოგრის თესლი

რისი გაკეთება შეუძლია: თუთიის შემცველობის წყალობით, ხელს უშლის კანის დახეთქვას, ასევე აუმჯობესებს კანის ელასტიურობას. თუთია იცავს ეპიდერმისულ უჯრედებს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ებრძვის ნაოჭებს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.


კარაქი

რისი გაკეთება შეუძლია: კანი უფრო გადატკეცილი ხდება, ამცირებს სიწითლეს,მისი წყალობით შეინარჩუნებთ ეპიდერმისის წყლის ოპტიმალურ ბალანსს.


ცხიმიანი თევზი

რისი გაკეთება შეუძლია მას: ცხიმოვან მჟავებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები. აუმჯობესებენ კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას. ხოლო, თევზის ზეთი, რომელიც ბავშვობაში ყველას გვძულდა, არბილებს კანის ზედაპირს და ამცირებს წვრილ ხაზებს. კანის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი გახლავთ!


კაკაო

რისი გაკეთება შეუძლია: თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლა და ეპიდერმისის ანთების შემცირება.
რამდენის მიღება გჭირდებათ: 1 კოვზი დღეში. შეგიძლიათ სასმლის სახით მიიღოთ. ასევე, შეგიძლიათ მოაყაროთ იოგურტს, ან ფაფას.


ნუში

რა შეუძლია გააკეთოს: ეს პროდუქტი კანის ელასტიურობისთვისაა. აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და ხელს უშლის როზაცეას, რადგან არგინინს შეიცავს.


ტომატპასტა

რისი გაკეთება შეუძლია მას: ლიკოპენი, რომელიც პომიდორის შემცველობაშია, მრავალი სხვა ნივთიერებისგან განსხვავებით, კარგად შეიწოვება და სითბოს დამუშავების შემდეგ უფრო ეფექტურად მოქმედებს.
ამიტომ, ტომატის პასტა (ტომატის წვენი, ან პიურე) უფრო ჯანმრთელი რამაა, ვიდრე ახალი პომიდორი! ლიკოპენი თრგუნავს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას და ითვლება საუკეთესო ანტიოქსიდანტად, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია.

ლიმონი

რისი გაკეთება შეუძლია მას: ორგანიზმიდან ტოქსინების მოცილება და იმუნური სისტემის სტიმულირება, კანის დამცავი ფუნქციების ჩათვლით.
რამდენი დაგჭირდებათ: ამ პროდუქტის იმ რაოდენობით მირთმევა შეგიძლიათ, რამდენიც გსურთ კანის გაახალგაზრდავებისთვის.


ჯანჯაფილი

რისი გაკეთება შეუძლია: ანთების შემცირება, ლიმფური დრენაჟის სტიმულირება, შეშუპების მოცილება და კანის ელასტიურობისა და სიმკვრივის აღდგენა.
რამდენი გჭირდებათ: 1 ჩაის კოვზი გახეხილი ფესვი, თითო დღეში, იდეალურია. დაუმატეთ ჩაის.


წყარო: Cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93